Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ხანოქის რწმენა ყოველთვის აშკარა იყო, 11 თებერვალი

    „ხანოქმაც, ადამის შემდეგ მეშვიდემ, იწინასწარმეტყველა მათზე და თქვა: „აჰა, მოდის უფალი თავის ათეულ ათასობით წმიდასთან ერთად”. რათა ყველა განიკითხოს...” (იუდ. 14, 15).ქიმ 44.1

    ხანოქი აქტიურად შრომობდა ღმერთისათვის. ის არ ეძიებდა იოლ ცხოვრებასა და კომფორტს, დროს ფუჭ ფიქრსა და გართობაში არ ფლანგავდა, რაც ასე იზიდავდა სიამოვნების მაძიებელთ. მის დღეებში ბევრი ადამიანის გონება მთლიანად მოცული იყო მიწიერი გართობებით, რომლებიც აცდუნებდა მათ სწორი გზიდან გადაეხვიათ. მაგრამ ხანოქი სერიოზულად ეპყრობოდა თავის გადარჩენას. ის უქმად არ დახეტიალობდა ქუჩებში და გასართობ ადგილებში არ დადიოდა ბევრ სხვა უზრუნველ ადამიანთა მსგავსად, რომლებიც მთლიანად ჩაფლულიყვნენ მიწიერ ინტერესებში. არასოდეს მონაწილეობდა ფუჭ საუბარში გარყვნილ ადამიანებთან. ცოდვილებთან და ურჯულოებთან ის ურთიერთობდა მხოლოდ როგორც უფლის მაცნე, აფრთხილებდა მათ ბოროტი გზების დატოვების და შეძულების აუცილებლობაზე, აგრეთვე მოუწოდებდა მონანიებისა და ღმერთის ძებნისაკენ.ქიმ 44.2

    ხანოქის ცხოვრება ქმედითი, გულმოდგინე და თავდადებული იყო. ის ღმერთთან დადიოდა წუთისოფელში, რომელიც იმდენად იყო გახრწნილი, რომ უფალმა ის შემდგომში წარღვნით გაანადგურა. ის დადიოდა უღმერთოებთან ერთად, მაგრამ არ იყო ერთი იმათგანი, არამედ ცხოვრობდა მათ შორის, როგორც კაცი, რომლის მიზნები, საქმეები და იმედი დაფუძნებულია არა მარტო დროებითზე, არამედ მარადიულზე. ის არავის აძლევდა არანაირ საბაბს იმისა, რომ ვინმეს ეჭვი შეპარვოდა მის აღმსარებლობასა და რწმენაში. თავისი სერიოზული სიტყვებითა და გადამჭრელი მოქმედებით ის ამტკიცებდა, რომ გამოეყო წუთისოფელს. დროებით ბრბოსაგან გამოყოფის შემდეგ, ის კვლავ შედიოდა უღმერთოებთან ურთიერთობაში და მოუწოდებდა მათ, შეეძულებინათ ბოროტება და აერჩიათ სიკეთე. იყო რა ღმერთის ერთგული მუშაკი, ხანოქი ცდილობდა მათ გადარჩენას. ის აფრთხილებდა წუთისოფელს, ქადაგებდა ქრისტეს, ცოდვილთა მხსნელის რწმენას, როგორც ერთადერთ იმედს დაცემული ადამიანისა.ქიმ 44.3

    ხანოქი ადვენტისტი იყო. ის ადამიანთა გონებას ღმერთის დიადი დღისაკენ მიმართავდა, როდესაც ქრისტე მეორედ მოვა, რათა განსაჯოს ყოველი კაცის საქმე.ქიმ 44.4

    ხანოქის მსგავსად, ჩვენც უნდა ვიაროთ ღმერთთან, დავუმორჩილოთ მის ნებას ჩვენი ნება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ვიაროთ იქ, საითაც იესო წაგვიყვანს და თუ საჭიროა, ავიტანოთ ტანჯვა მისი ძვირფასი სახელისათვის. როდესაც მივისწრაფვით იმათ გადასარჩენად, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე, როდესაც ვცდილობთ, დავძლიოთ სიძნელეები და შევინარჩუნოთ უმწიკვლოება ამ წუთისოფელში, ამით ჩვენი რელიგიის ჭეშმარიტებას ვამტკიცებთ. ერთგული ქრისტიანები არ ეძებენ ყველაზე იოლ ადგილებს, ყველაზე მსუბუქ ტვირთს. ისინი იქ არიან, სადაც სიძნელეებია, სადაც ხალხს ყველაზე მატად სჭირდება მათი დახმარება.ქიმ 44.5