Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სულიწმიდით ნათლობა ჭეშმარიტ რელიგიასთან მიგვიყვანს, 30 დეკემბერი

    „ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს” (იოან. 14:26).ქიმ 367.1

    რა აღთქმა მისცა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს, რათა არ ეგლოვათ მისი წასვლა? ეს იყო ღვთიური სულიწმიდის აღთქმა. სულიწმიდის ღვთიურ გავლენას უნდა ეთანამშრომლა ადამიანის გონებასთან და შეეხსენებინა ხალხისთვის ყოველივე ქრისტეს ნათქვამი. ჩვენს საშიშ დროში სულიწმიდა ყველაზე მეტად გვჭირდება, რადგან მასთან ერთად ხალხს ებოძება ყველა სხვა კურთხევა. რწმენით მიღებული ჭეშმარიტება შეცვლის ადამიანის ხასიათს.ქიმ 367.2

    ჭეშმარიტების ამჟამინდელი ნათელი გვამხილებს სულიწმიდის უკმარისობაში... თუ ხალხი კმაყოფილდება ჭეშმარიტების შიშველი თეორიით და განიცდის ღვთიური სულის ყოველდღიური გავლენის სიმცირეს, რაც გარეგნულად ჩანს ხასიათში, მაშინ მას აკლია თვისებები, რათა წარმატებით იშრომოს უფლისათვის...ქიმ 367.3

    სულიწმიდით ნათლობა, მსგავსად ორმოცდაათობის დღისა, გამოიწვევს ჭეშმარიტი რელიგიის აღორძინებას და მრავალ საკვირველ საქმეებს. ზეციური არსებები იქნებიან ჩვენს შორის და ხალხი ალაპარაკდება სულიწმიდის ძალით. მაგრამ როგორც კი უფალი იმოქმედებს ხალხზე ისე, როგორც მან ეს ორმოცდაათობის დღეს გააკეთა, მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც სიტყვით სწამს ჭეშმარიტება, მაგრამ თითქმის არ იცნობს სულიწმიდის ძალას. ისინი შესძახებენ: „უფრთხილდით ფანატიზმს”. სულიწმიდით აღვსილთა შესახებ ისინი იტყვიან: „ტკბილით არიან გამტყვრალნი” (საქმე. 2:13)...ქიმ 367.4

    როდესაც ადამიანები ელტვიან ქრისტეს და სურთ მას შეუერთდნენ, მაშინ ღვთისმოსაობის გარეგნული სახით დაკმაყოფილებულნი შესძახებენ: „გაფრთხილდით, ნუ ვარდებით უკიდურესობაში”.ქიმ 367.5

    როცა ზეციური ანგელოზები მოვლენ ჩვენთან და დაიწყებენ ადამიანთა საშუალებით მოქმედებას, დაიწყება ხალხის ღრმა და საფუძვლიანი მოქცევა, მსგავსი იმისა, რომელიც ორმოცდაათობის დღეს მოხდა. დღეს... გაფრთხილდით და არ დაემორჩილოთ ადამიანურ აგზნებას. უნდა მოვერიდოთ ზედმეტ მძაფრ ადამიანურ ემოციებს. ნუ დავრჩებით მათთან, ვინც ზედმეტ კითხვებს იძლევა და სულიწმიდის მუშაობაში ეჭვი ეპარება. როცა ღვთის სული დეუფლება ადამიანებს, გამოჩდებიან იჭვნეულნი და განმქიქებელნი, რადგან არ ათრთოლებიათ ცივი და შთაბეჭდილებებს მოკლებული გული.ქიმ 367.6