Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე მოვიდა, რათა მშვიდობა მისცეს თავის ხალხს, 10 სექტემბერი

    „მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება” (იოან. 14:27).ქიმ 256.1

    როდესაც აღმოსავლეთში ესტუმრებიან მეგობრებს, ესალმებიან სიტყვებით: „მშვიდობა თქვენდა”. წასვლისას იმეორებენ იგივე სიტყვებს. მაგრამ ქრისტეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები სულ სხვაგვარია (წაიკითხეთ იოან. 14:27). მათში ბევრი რამ იგულისხმება. მათ აქვთ უზარმაზარი მნიშვნელობა და აღწევენ დედამიწის უშორეს კუნჭულებს...ქიმ 256.2

    ქრისტემ მშვიდობა მოიტანა დედამიწაზე. იგი მოვიდა მშვიდობის საბოძებლად. მან, წუთისოფლის გამომსყიდველმა, ზიდა ეს მშვიდობა თავის მიწიერ ცხოვრებაში და მიუახლოვდა მიჯნას, როდესაც უნდა დაეთმო მიწიერი ცხოვრება, რათა მსოფლიო საგანძური რწმენით იმყოფებოდეს ადამიანთა გულებში. მან დაუტოვა ეს მშვიდობა თავის მოწაფეებს და იგი ნერგავს და ინარჩუნებს მას მათ გულებში, ვინც მიესალმება მის არსებობას...ქიმ 256.3

    მოვიდა დრო და სატანამ უკანასკნელად სცადა ქრისტეს ძლევა. მაგრამ ქრისტემ თქვა: მას ჩემში არაფერი, ერთი ცოდვაც არა აქვს, რომელიც მისი ძალაუფლების მორჩილად მაქცევდა. იგი ჩემში ვერაფერს ნახავს, რაც მის სატანურ შეთავაზებებს ეხმაურება...ქიმ 256.4

    რისთვის გახდა საჭირო ეს დაუნდობელი ბრძოლა, თუ იესო ბავშვობის, ყრმობისა და მოწიფულობის წლებში ღვთის რჯულის მიხედვით ცხოვრობდა?.. ერთი სიტყვით, ქრისტემ შეძლო სატანური ძალების დაძლევა. მაგრამ იგი მოვიდა ქვეყნად, რათა გადაეტანა ყველა გამოცდა და მზაკვრობა, რისი გადატანაც ადამიანებს შეეძლოთ და არ გაღიზიანებულიყო, არ გამოსულიყო წყობიდან, არ ეპასუხა მზაკვრობაზე არც სიტყვით, არც მოქმედებით. ღვთის ღირსებისა და დიდებისათვის მას საკუთარი თავი უნდა გაეღო მსხვერპლად, უბიწო მსხვერპლად მამა ღმერთისათვის... უცოდველი სამყაროები, ზეციური ანგელოზები და დაცემული ადამიანები თვალს ადევნებდნენ მამა ღმერთისა და სრულყოფილი კაცობრიობის წარმომადგენლის ყოველ გადაადგილებას. მისი ხასიათი შეუბღალავი რჩებოდა...ქიმ 256.5

    მას მალე საბოლოო იერიში უნდა მოეგერიებინა. დიადი გამარჯვება მოიპოვებოდა რჩეულ ხალხთან ერთიანობაში, რათა მის ეკლესიას ურთიერთობა ჰქონდეს ამ ხალხთან მაშინაც კი, როცა იგი ცად ამაღლდება...ქიმ 256.6

    ხანდახან ერთადერთ გამოცდას კი არ ვაწყდებით, რომლის შემდეგაც დიდ ხნით ისადგურებს მშვიდობა და სიმშვიდე, არამედ ცდუნებანი წამლეკავ ტალღებად გვატყდება თავს. მწუხარება არ ქმნის ქრისტიანებს, იგი მათში ავითარებს ქრისტეს გონებასა და ნებისყოფას, სათნოებისა და სიწმინდის ცოცხალ პრინციპებს.ქიმ 256.7