Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ის, ვინც სამყარო შექმნა, უსუსური ყრმა გახდა, 3 აგვისტო

    „ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე” (ლუკ. 2:40).ქიმ 218.1

    ჩვენთვის შეუძლებელია იმის გაგება, თუ როგორ გახდა ქრისტე, პატარა, უსუსური ყრმა... მის სახეს შეეძლო ნათელი მოეფინა, შეიძლებოდა ის მაღალი და ლამაზი ყოფილიყო. ის შეიძლება ასეთი სახით მოსულიყო, რათა ყველა მოეხიბლა, მაგრამ ასე არ აპირებდა ღმერთი კაცობრიობის ოჯახში მოსვლას. ის ადამიანების მსგავსი უნდა ყოფილიყო ზოგადად და ებრაელი ხალხისა - კერძოდ. მისი სახის ნაკვთებით არ უნდა ყოფილიყო სხვებისაგან გამორჩეული და იმდენად ლამაზი, რომ ხალხს მიეთითებინა მასზე, როგორც სხვებისგან გამორჩეულზე. ის უნდა მოსულიყო, როგორც ერთი მრავალთაგანი და ზეცისა და მიწის წინაშე ჩვეულებრივი კაცის სახით წარმდგარიყო. ის ჩვენი ადგილის დასაკავებლად მოვიდა, რათა თავისი შუამდგომლობა შემოეთავაზებინა და ცოდვილთა ვალები გადაეხადა. მას სპეტაკად უნდა ეცხოვრა დედამიწაზე და დაემტკიცებინა, რომ სატანა ცრუობდა, როცა აცხადებდა, რომ მას ეკუთვნის კაცობრიობის ოჯახი და ღმერთი მას ხელიდან ვერ გამოგლიჯავს.ქიმ 218.2

    ადამიანები ჯერ ყრმა ქრისტეს, ბავშვს ხედავდნენ. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ და არაფერი გააჩნდათ, გარდა აუცილებლისა. მან გაიარა იგივე გამოცდა, რასაც გაივლიან ღარიბი და უბრალო ადამიანები დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე...ქიმ 218.3

    რაც უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, რომ ქრისტე ყრმა გახდა ამ დედამიწაზე, მით უფრო გასაოცარი გვეჩვენება ეს ჭეშმარიტება. როგორ უნდა მომხდარიყო, რომ ბეთლემის ბაგაში მწოლიარე უსუსური ბავშვი, იმავდროულად იყო უზენაესის ღვთიური ძე? მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვაცნობიერებთ ამას, მაინც შეგვიძლია რწმენით მივიღოთ, რომ სამყაროს შემქმნელი ჩვენთვის უსუსური ყრმა გახდა. თუმცა ნებისმიერ ანგელოზზე დიდი იყო, თუმცა ისევე დიადი იყო, როგორც მისი მამა ზეციურ ტახტზე, ის ყველაფერში ჩვენი მსგავსი გახდა. მასში ღმერთი კაცობრიობას შეერწყა და სწორედ ამ ფაქტში ვხედავთ იმედს დაცემული კაცობრიობის მოდგმისათვის...ქიმ 218.4

    სიყმაწვილიდან მუხლმოუდრეკად შრომობდა ქრისტე. მუშაობდა მამასთან სადურგლო სახელოსნოში, რითაც ამტკიცებდა, რომ უბრალო შრომა სამარცხვინო არ არის... უსაქმურნი არ მისდევდნენ ქრისტეს მაგალითს, რადგან ის ბავშვობიდანვე მორჩილებასა და შრომისმოყვარეობაში სანიმუშო იყო. ის სასიამოვნო მზის სხივს ჰგავდა თავის ოჯახურ წრეში, კეთილსინდისიერად და ხალისიანად ასრულებდა თავის მორჩილ ცხოვრებაში საკუთარ მოვალეობებს და ყველაზე მოკრძალებულ დავალებებს. ქრისტე ისეთი გახდა, როგორც ჩვენ ვართ, რადგან ჩვენი გაკეთილშობილება სურდა.ქიმ 218.5