Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ამ დროისათვის განკუთვნილი ჭეშმარიტების მორწმუნე უნდა განმტკიცდეს უფალში, 15 დეკემბერი

    „და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით” (ეფეს. 6:10).ქიმ 352.1

    ჭეშმარიტი ქრისტიანობა მუდამ შემტევია და მას ებრძვიან ყველგან, სადაც კი არსებობს. ვინც კეთილსინდისიერად ცხოვრობს და ამოწმებს ღმერთის მოთხოვნების, ცოდვის ბოროტებისა და მომავალი სამსჯავროს შესახებ, ისრაელის მაშფოთებლად ჩაითვლება. ადამიანები, რომლებიც თავიანთი მოწმობით აღვიძებენ სულში შიშს, ლახავენ სიამაყეს და იწვევენ წინააღმდეგობას. ბოროტების მხრიდან სიკეთის სიძულვილი დღეს ისევე არსებობს, როგორც ქრისტეს დღეებში, როცა ხალხი იძახდა: „მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა”. წუთისოფელში არ არსებობს ისეთი ბოროტება, რომელიც ვიღაცას არ აძლევს ხელს. ბოროტება მუდამ ემტერება სიკეთეს. ვიცით, რომ ბნელეთის მთავარს უნდა ვებრძოლოთ განუწყვეტლივ, დაუნდობლად, ამიტომ მოდით გავაერთიანოთ ძალები. ნუ ებრძვით მათ, ვინც იზიარებს თქვენს რწმენას. დაე, არავინ დაეხმაროს სატანას მზაკვრობაში. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რათა სხვა მიმართულებით ვიშრომოთ...ქიმ 352.2

    პირველი, რაც წერია წმინდა მატიანეში ცოდვით დაცემის შემდეგ, არის აბელის დევნა და წერილების უკანასკნელი წინასწარმეტყველება ეხება მათ დევნას, ვინც უარს იტყვის მხეცის ხატების მიღებაზე. ჩვენ ოდნავადაც არ უნდა მივემხროთ იმ ადამიანებს, რომლებიც დევნიან მათ, ვინც ღვთის უწყებას უცხადებს ამ წუთისოფელს...ქიმ 352.3

    უმოქმედო ღვთისმოსაობა არ პასუხობს დროის მოთხოვნებს; დაე, უმოქმედობა გამოვლინდეს იქ, სადაც საჭიროა - მოთმინებასა და დათმობაში. მაგრამ ჩვენ წუთისოფელს უნდა მივაწოდოთ გაფრთხილების გადამწყვეტი უწყება. მშვიდობის მთავარმა ასე დაახასიათა თავის სამუშაო: „ნუ გგონიათ, თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი”. საჭიროა ბოროტებასთან ბრძოლა; სიცრუე და ცდომილება უნდა გამოჩნდეს ჭეშმარიტი სახით; ცოდვა უნდა დაიგმოს და ჭეშმარიტების მორწმუნენი ერთსულოვნად უნდა ამოწმებდნენ. ყველა თქვენი წვრილმანი უთანხმოება, რომლებიც მტრულ სულს აღვიძებს დებსა და ძმებში, სატანის ხრიკებია, რათა ადამიანი მოარიდოს მის წინაშე მდგომ დიად და საშინელ საკითხს...ქიმ 352.4

    ვისაც სიტყვით სჯერა ჩვენი დროის განსაკუთრებული ჭეშმარიტებისა, უნდა მოიქცეს და განიწმინდოს ჭეშმარიტებით. ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვართ წმინდა ჭეშმარიტების დამცველები და უფლება არა გვაქვს გარე ეზოში ვამყოფოთ ჭეშმარიტება, არამედ უნდა შევიყვანოთ სულის საწმიდარში. მაშინ მთელ ეკლესიას ექნება ღვთიური სიცოცხლისუნარიანობა და ენერგია... მთელ ყურადღებას მიიპყრობს საკითხი: ვინ უფრო ჰგავს ქრისტეს? ვინ გააკეთებს ყველაზე მეტს იმისათვის, რომ სიმართლისკენ მოაქციოს სულები? როცა ეს გახდება მორწმუნეთა მთავარი მიზანი, მტრობა და შუღლი შეწყდება და ქრისტეს ლოცვა უპასუხოდ არ დარჩება.ქიმ 352.5