Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „იგი აღდგა!”, 4 ოქტომბერი

    „არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო” (ლუკ. 24:6, 7).ქიმ 280.1

    გავიდა შაბათი და მარიამ მაგდალელი მივიდა სამარხთან დილაადრიან. ჯერ კიდევ ბნელოდა. იქ სხვა დედაკაცებსაც უნდა შეხვედროდა, მაგრამ მარიამი პირველი მივიდა სამარხთან. დედაკაცებმა მოამზადეს სურნელებანი უფლის სხეულზე წასაცხებად. მათ ძალიან შეეშინდათ და თავი დახარეს, რადგან ვერ გაუძლეს ანგელოზთა სახეს. ანგელოზები იძულებული გახდნენ კიდევ მეტად დაემალათ თავიანთი დიდება, სანამ მათ გაესაუბრებოდნენ. ისინი თრთოდნენ მოკრძალებული შიშით. ანგელოზებმა უთხრეს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ. აქ არ არის, ვინაიდან აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა”...ქიმ 280.2

    მარიამი უკვე აღარ ტიროდა. გული სიხარულითა და მხიარულებით აღევსო... „სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას”. აქამდე ქრისტე ჯერ არ გამოცხადებია მოწაფეებს და დედაკაცები აჩქარდნენ, რათა მათთვის ეცნობებინათ საკვირველი ამბავი... ამრიგად, ქრისტემ თავის მიმდევრებს გალილეაში დაუნიშნა შეხვედრა. ვინ შეახსენა სამარხში ქრისტეს მაძიებელთ მაცხოვრის ადრინდელი ნათქვამი? ეს იყო თვით ქრისტე, რომელიც აღდგა და დედაკაცებსაც თავად აცნობა.ქიმ 280.3

    ამასთან დაკავშირებით მახარებელი მარკოზი იხსენებს მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ანგელოზმა უთხრა დედაკაცებს: „წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვით იგი გალილეისაკან”. რაოდენ მანუგეშებელი ცნობით გაგზავნეს დედაკაცები პეტრესთან! უკანასკნელად იესომ ჩახედა პეტრეს თვალებში სამგზის უარყოფის შემდეგ. პეტრე არ დავიწყებია ქრისტეს და მისი სახელის ხსენება ნიშნავდა, რომ პეტრეს მიეტევა...ქიმ 280.4

    მოწაფეებისათვის მიცემულ საკვირველ დარიგებებს არასოდეს უნდა დაეკარგა ძალა. მათთან ყოფნისას ჩატარებული ქრისტეს გაკვეთილები კვლავ უნდა განმეორებულიყო. „გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო”. მოწაფეებს გაუკვირდათ, რომ ადრე არ უფიქრიათ ამის შესახებ.ქიმ 280.5