Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მრავალმა იხილა ქრისტეს ზეიმით შესვლა, 3 სექტემბერი

    „და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს და მასთან ერთად ჩოჩორს. აუშვით და მომიყვანეთ. და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდებათქო” (მათ. 21:2, 3).ქიმ 249.1

    ქრისტე ზეიმით შევიდა იერუსალიმში წლის ულამაზეს დროს. ზეთისხილის მთას ამშვენებდა მწვანე ხალიჩა, ნაირფერი ფოთლები ალამაზებდა ჭალებს. მრავალი იუდეველი მოვიდა იერუსალიმის გარეუბნებიდან იესოს ხილვის გულწრფელი სურვილით. მაცხოვრის დამაგვირგვინებელმა სასწაულმა - ლაზარეს მკვდრეთით აღდგენამ მათ გონებაზე საკვირველი ზემოქმედება მოახდინა და ბრბო აღტაცებული გაემართა იესოსაკენ.ქიმ 249.2

    ნახევარი დღე მიიწურა, როცა იესომ თავისი მოწაფეები გაგზავნა სოფელ ბეთანიაში... ქრისტე მიწიერი მსახურების განმავლობაში პირველად დათანხმდა ამხედრებულ მგზავრობას და მოწაფეებს ეგონათ, რომ იგი აპირებდა განემტკიცებინა თავისი სამეფო ძალაუფლება და ასულიყო დავითის ტახტზე. მათ სიხარულით შესრულეს იესოს დავალება და მოძებნეს ჩოჩორი, რომელზეც იესომ მიანიშნა...ქიმ 249.3

    როდესაც იესო პირუტყვზე ჯდებოდა, ჰაერი შეზანზარდა საქებარი და საზეიმო შეძახილებით... მას არა აქვს მეფური სიდიადის არავითარი გარეგნული ნიშანი. არ აცვია სახელმწიფო მოხელის სამოსი და არ ახლავს შეიარაღებული თანხლება. მას ახვევია ადამიანები, რომლებიც განიცდიან უზენაეს აღტაცებას და ვერ იოკებენ მოლოდინის სასიხარულო, აღმაფრთოვანებელ გრძნობას...ქიმ 249.4

    მთებსა და ველებს ედება სიხარულის შეძახილები: „ოსანა დავითის ძეს... ოსანა მაღალთა შინა”. „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი”... აქამდე ბრმანი წინ უძღვიან ამ მშვენიერ მსვლელობას... მკვდრეთით აღდგენილს აღვირით მიჰყავს ჩოჩორი. ოდესღაც ყრუმუნჯნი, რომელთაც იესომ დაუბრუნა სმენა და მეტყველება, აძლიერებენ მხიარულ ქებადიდებას. ყოჩაღად მიმავალი მადლიერი დავრდომილნი ყველაზე მეტად აქტიურობენ, ტეხენ პალმის რტოებს და გზად უფენენ ძლევამოსილ განმკურნებელს პატივისცემის ნიშნად. ბრბოში იმყოფება კეთროვანიც, რომელმაც მღვდლისაგან მოისმინა საშინელი სიტყვები: „უწმინდურია”. იქ არის ქვრივობოლი, რომელიც ჰყვება მის საკვირველ საქმეებს. იქ არიან მკვდრეთით აღდგენილნი. ისინი ოდასღაც სატანური ძალით შებოჭილნი, ბანს აძლევენ მხიარულ სიმღერას... იქ არის ეშმაკეულიც, რომლის ბაგეთ ახლა სწყდება მხოლოდ ქრისტეს სამადლობელი სიტყვები... პროცესია ჩერდება ზეთისხილის მთის მწვერვალზე.ქიმ 249.5