Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტიანები ღმერთის წარმომადგენლები არიან, 29 თებერვალი

    „ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყლებთან, და ფულის უქონელნო, მიდით და იყიდეთ და ჭამეთ. მიდით და იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ” (ეს. 55:1).ქიმ 62.1

    ვიდრე ქრისტე თავის ღვთიურობას ადამიანური ბუნებით შემოსავდა და ჩვენს წუთისოფელს მოევლინებოდა, ღმერთი ამ ამბავს ნოეს, ხანოქის, შეთის და მეთუშალახის მეშვეობით ავრცელებდა. ლოტი ამცნობდა მას სოდომში და მაცნეთა მთელი პლეადა ქადაგებდა მომავალი მაცხოვრის შესახებ. მაგრამ დღეს ეს ამბავი უნდა იქადაგებოდეს ყველგან...ქიმ 62.2

    დღეს სუფრა გაშლილია. უკანასკნელი გაფრთხილება უნდა ემცნოს ყველა ხალხს დედამიწის კიდით კიდემდე. ეს ჩვენი საქმეა. ამჟამად მაცნეებმა კიდევ უფრო კონკრეტულად უნდა მოუწოდონ ადამიანებს „ყური უგდონ”. მსოფლიოს ხალხებმა უნდა ისმინონ ეს ამბავი ჩვეულებრივი ადამიანების ბაგეთაგან. თავად უფალი ოდესღაც მოევლინა წუთისოფელს განკაცებული, რათა ექადაგა ამის შესახებ. ელაპარაკეთ ხალხს, ამცნეთ ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ადამიანურ ბუნებას შეუძლია მათ ადამიანურ ბუნებასთან შეხება და რომ მისი ღვთაებრიობა უზრუნველყოფს მის მისადგომს ღმერთთან. მისმა მსახურებმა ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ. „თქვენ ღვთის თანამშრომელნი, ღვთის ყანა და ღვთის შენობა ხართ, - ამბობს იგი”. თუკი მის მსახურთა მეშვეობით სულიწმიდა იმოქმედებს, ისინი დიდ სამუშაოს შეასრულებენ. „დაარწმუნეთ, მოვიდნენ, - სთხოვს უფალი თავის მაცნეებს, - რათა ჩემი სახლი სტუმრებით აივსოს”. უფალს მხედველობაში აქვს ის, რომ უნდა ვიშრომოთ ძალზე სერიოზულად. თუკი სრულად მივუძღვნით თავს ღმერთს, სულიწმიდა ჩვენთან ერთად იშრომებს.ქიმ 62.3

    მიმოიხედეთ და დააკვირდით დღევანდელ მსოფლიოს, თქვენ ყველამ, ვინც თავს ქრისტიანებს უწოდებთ. შეგიმჩნევიათ, როგორი ათვალისწუნებულია წუთისოფელში მრავლის მომთმენი ღმერთის სიკეთე და სიყვარული? მოკვდავ ცოდვილთ მიტევება და შინაგანი სიმშვიდე ესაჭიროებათ, უფალი იესო კი ყველას მოუხმობს. სამყაროს დიადი მასწავლებელი იწვევს ადამიანებს, მაგრამ ისინი ხშირად უარს ამბობენ ფუქსავატური მიზეზების გამო ან ზურგს აქცევენ მას ქილიკითა და ზიზღით. ყველას, ვინც მოისურვებს, შეუძლია უპასუხოს ამ მადლიან მიწვევას და მივიდეს მასთან. რატომ არ ესმით ადამიანებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ მოწვევაზე დადებითი პასუხის გაცემა და ღმერთთან შერიგება?ქიმ 62.4

    ეშმაკი არ მომკვდარა. ის წარმატებით იყენებს თავის ყველა მომხიბვლელ ხერხსა და ცდუნებას, არწმუნებს ადამიანებს, დაიხშონ ყურთასმენა, და ის ათასები იმათ შორის, ვინც უნდა ახაროს წუთისოფელს ეს გამოსაცდელი შეტყობინება, მიწაში მარხავენ თავის ნიჭსა და უნარს. ისინი სრულებით არ იყენებენ თავის შესაძლებლობებს და არ იწვევენ ადამიანებს გულუხვად გაშლილ სუფრასთან. მაგრამ მადლობას ვწირავთ ღმერთს იმისათვის, რომ მაინც გაისმის რამდენიმე ერთგული მაცნის ხმა, რომ არიან ადამიანები, ვისაც შეგნებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ვინც იყენებს ყველა მისაწვდომ საშუალებას, რათა დაარწმუნოს ცოდვილნი - მივიდნენ უფალთან.ქიმ 62.5