Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მხოლოდ რწმენა ძალიან ცოტაა, 23 თებერვალი

    „შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ და თრთიან” (იაკ. 2:19).ქიმ 56.1

    უახლოეს მომავალში მივხვდებით, რას ნიშნავს - გამოიცადო. ქვეყანაში მიიღებენ კანონებს, რომლებიც შეზღუდავს უფლის კანონებისადმი ჩვენი მორჩილების შესაძლებლობებს. და მაშინ უნდა გადავწყვიტოთ, ვის მხარეზე ვართ: ღმერთის მხარეზე თუ მისი მოწინააღმდეგეებისა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ჩვენგანი მოემზადოს მომავალი მოვლენებისათვის, რომლებიც სულ მალე მოხდება მსოფლიოში. არავინ იქნება თქვენს შორის, ვინც მზად იქნება, გაუძლოს ღმერთის გამოცდას, მხოლოდ მოთმინებითა და რუდუნებით კეთილი საქმის კეთება დაგეხმარებათ, შეიძინოთ ხასიათის ის თვისებები, რომელთა მეშვეობითაც ბოლოს და ბოლოს შეძლებთ გამოცდის წარმატებით გავლას.ქიმ 56.2

    საზოგადოება ჩვენზე დიდ გავლენას მოახდენს, რათა გვაიძულოს ღმერთის მოთხოვნების უარყოფა. მაგრამ თუ გვსურს კაცის ძის შესახვედრად მომზადება, როცა ის ზეციურ ღრუბლებზე გამოჩნდება, უნდა ვემზადოთ ამისათვის უკვე დღეს... ჩვენ გვჭირდება ცოცხალი რწმენა და ცოცხალი რელიგია. გვსურს, რომ ჩვენმა რწმენამ საქმეებით მიაღწიოს სრულყოფილებას. ხოლო მათ, ვინც გაიძახის: „მხოლოდ ირწმუნეთ, მხოლოდ ირწმუნეთ და გადარჩებით”, გვინდა შევეკითხოთ: „რა უნდა ვირწმუნოთ? როგორია ჭეშმარიტი რწმენის კრიტერიუმები დღეს?”...ქიმ 56.3

    თავის ერთერთ იგავში ქრისტე ლაპარაკობდა ერთ კაცზე, რომელიც მუდარით ითხოვდა ვინმეს მკვდრეთით აღდგომას, ამ კაცის მის ნათესავებთან გაგზავნას და მათ გაფრთხილებას, რათა ერწმუნათ. მაგრამ ქრისტემ უთხრა: „მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ... თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ”...ქიმ 56.4

    ჩვენ ვკითხულობთ, რომ ეშმაკსაც სწამდა და კანკალებდა, მაგრამ ასეთმა რწმენამ ვერ იხსნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენა, რომელიც მიმართავს ცოცხალ მაცხოვარსა და ცოცხალ ღმერთს... მხოლოდ ქრისტეს სისხლს შეუძლია ცოდვილთა განწმენდა ყოველგვარი ლაქისაგან. ძველი მსოფლიოს მკვიდრთ ეს კანონი რომ ეღიარებინათ, ის მიუთითებდა ცოდვის ბუნებაზე და ისინიც ვეღარ გაბედავდნენ ცოდვის ქმნას.ქიმ 56.5

    ღმერთი კრებს და აკავშირებს ერთად ყველას, ვისაც იგი უყვარს და მას ემსახურება. უწმინდურნიც შეიკვრებიან კონებად ბოლო დღეს დასაწვავად. რომელ კონაში აღმოვჩნდებით, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა გადავწყვიტოთ: კარგი ხორბალი ვიქნებით თუ სარეველებთან ერთ შეკვრაში მოვხვდებით, რომელიც დაიწვება მსჯავრის დღეს ცეცხლში.ქიმ 56.6

    სამარადჟამო ჯილდოს ისინი მიიღებენ, ვინც ღმერთის ერთგულია და მორჩილი.ქიმ 56.7