Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მტკიცედ დაიცავით პრინციპები, 15 ივნისი

    „დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით. და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, რომ არ გაუწმიდურებულიყო” (დან. 1:8).ქიმ 169.1

    დანიელი სიყმაწვილეში აღმოჩნდა ბაბილონის ტყვეობაში. 15-16 წლისა იქნებოდა, რადგან ყმაწვილად იწოდებოდა. რატომ თქვა უარი სამეფო ულუფაზე დანიელმა? რატომ არ დალია ღვინო, თუმცა იგი მეფის ბრძანებით დაუდგეს წინ? მან იცოდა, რომ დროთა განმავლობაში ღვინის სმას მიეჩვეოდა.ქიმ 169.2

    დანიელს შეეძლო თავის გამართლება იმით, რომ მეფის სუფრასთან მჯდომს, არ შეეძლო მეფის ბრძანების შეუსრულებლობა. დანიელმა რჩევა მეგობრებს ჰკითხა. მათ გადაწყვიტეს, რომ ღვინო - ეს ბადეა. ყმაწვილებმა იცოდნენ ნადაბისა და აბიჰუს ისტორია. ეს კაცები თანდათან მიეჩვიენ ღვინის სმას. ისინი ღვინოს სვამდნენ მანამდე, სანამ საწმიდარში შევიდოდნენ, სადაც ღმერთს ემსახურებოდნენ. მათი გრძნობები გაუხეშდა, დაბლაგვდა. ვეღარ არჩევდნენ წმინდა და ჩვეულებრივ ცეცხლს ერთმანეთისაგან. Kარავში გონებადაბანგულები შედიოდნენ და აკეთებდნენ იმას, რასაც უფალი უკრძალავდა ყველას, ვინც მისთვის წმინდა მსახურებას ეწეოდა...ქიმ 169.3

    ხალხისათვის მიცემული დარიგება სათუთად ინახებოდა. ხშირად სიმღერით ასწავლიდნენ მათ ბავშვებს, რათა ამ გზით გაცნობოდნენ ღვთის ჭეშმარიტებას...ქიმ 169.4

    მეორე მოსაზრება, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ყმაწვილი ტყვეები, იმაში მდგომარეობდა, რომ მეფე ჭამის წინ კურთხევისათვის კერპებს, როგორც ღვთაებას ისე მიმართავდა... ამგვარი ქმედებით მთელი ტრაპეზი, როგორც მათ ბავშვობაში ასწავლიდნენ, ეძღვნებოდა წარმართ ღმერთს. დანიელი და მისი სამი თანამოძმე იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თუკი ისინი ისხდებოდნენ სუფრასთან, სადაც მსგავსი კერპთაყვანისმცემლობის წესი იყო, შეარცხვენდნენ ზეციერ ღმერთს...ქიმ 169.5

    ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ყმაწვილი იუდეველები მონებად ითვლებოდნენ, მაგრამ განსაკუთრებულ პატივში იყვნენ, რადგან განსაკუთრებული ჭკუაგონებითა და სასიამოვნო გარეგნობით გამოირჩეოდნენ. მაგრამ ყმაწვილებმა გადაწყვიტეს, რომ ნებისმიერი თვალთმაქცობა, თუნდაც მეფის სუფრასთან უბრალოდ ჯდომა, მეფური საჭმლის მიღება ან ღვინის დალევა, რომელსაც სინამდვილეში არ დალევს, გახდება რელიგიასა და რწმენაზე უარის თქმის მიზეზი... ებრაელი ახალგაზრდები არ ცდილობდნენ, გამორჩეული ყოფილიყვნენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, რადგან გაიმრუდებდნენ გზას ბაბილონის ეზოებში და შეექმნებოდათ საჭმელსასმელით ცდუნების საფრთხე. ბიწიერი გავლენა მათ სიფხიზლეს მოუდუნებდა და ისინი შეარცხვენდნენ ღმერთს და გაიფუჭებდნენ ხასიათს.ქიმ 169.6