Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე ცდუნებას წმინდა წერილის ტექსტებით ხვდებოდა, 5 ივლისი

    „დაწერილია, რომ ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით’” (მათ. 4:4).ქიმ 189.1

    თუმც სინათლის ანგელოზის სახით ეხილა სატანა ქრისტეს, შემდეგმა სიტყვებმა გასცა მისი ჭეშმარიტი ხასიათი: „თუ შენ ღვთის ძე ხარ”. აქ ის ეჭვს თესავს. ქრისტე სატანის წინადადებაზე რომ დათანხმებულიყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ დაეჭვდა. სატანამ იცოდა, რომ ღმერთისადმი ქრისტეს ნდობას თუ შეარყევდა, დიად ბრძოლაში გამარჯვება მას დარჩებოდა. იმედოვნებდა, რომ დათრგუნული და შიმშილით შეწუხებული ქრისტე მამისადმი რწმენას დაკარგავდა და სასწაულს მოახდენდა საკუთარი თავისათვის.ქიმ 189.2

    მაგრამ წინააღმდეგობის გარეშე მოუსმინა იესომ მთავარ მატყუარას. უფლის ძეს არ სჭირდებოდა სატანისათვის თავისი ღვთიურობის დამტკიცება. ის შეხვდა მაცდურს სახარების სიტყვებით: „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით”. ყველა ცდუნებისას მისი ბრძოლის იარაღი უფლის სიტყვა იყო.ქიმ 189.3

    როდესაც ქრისტემ უთხრა მაცდურს: „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით”, მან ის სიტყვები გაიმეორა, რომლებიც თავადვე უთხრა ისრაელს თოთხმეტ საუკუნეზე უფრო ადრე. ჩვენ მოწოდებული ვართ ურთიერთობისაკენ მასთან, ვინც სიცოცხლეს გვაძლევს, ვისაც მოძრაობაში მოყავს გული და პულსი. ღმერთი უძღვნის სიცოცხლის სუნთქვას თავისი დიდი ოჯახის წევრებს აქ, ამ დედამიწაზე. ის ჩვენს გულწრფელ მოწიწებას და მხურვალე ერთგულებას იმსახურებს. იმაზე ფიქრისას, რაც გააკეთა მან ჩვენთვის, როგორ არ გვიყვარდეს? მან საკუთარი ძე გაიმეტა ცოდვათა მოსატევებლად, რათა ღმერთის წინაშე გავმართლებულიყავით.ქიმ 189.4

    მსოფლიოს ხალხებს რომ ეღიარებინათ მათზე ღმერთის უფლებამოსილება, დავიწყებას მიეცემოდა საზარელი ცოდვები, რომლებიც ასე გავრცელებულია ჩვენს ეპოქაში და ვერც დავინახავდით მათ; აღარ წავიკითხავდით მკვლელობების, უწმინდურობისა და ტირანიის შესახებ ყოველდღიური გაზეთების ფურცლებზე. წარღვნამდელი წუთისოფლის მცხოვრებთა მსგავსად, ჩვენმა თანამედროვეებმა თითქმის დაივიწყეს ღმერთი და მისი კანონი.ქიმ 189.5

    როდესაც სატანა სიცრუის გამოყენებით ახერხებს ადამიანთა გონების დაპყრობას, ტყუილს მიიჩნევენ ზეციურ გამოცხადებად. ბევრს ჩაიგდებს ხელში დაპირებებით, თუკი დაიჯერებენ მათ და მხოლოდ დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ ეს გავლენა ღმერთისაგან კი არა, არამედ ყოველი სიმართლის მტრისაგან მოდის.ქიმ 189.6