Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    თებერვალი

    უფალი ყველაფერს თავიდან იწყებს შეთთან ერთად, 1 თებერვალი

    „აღმიდგინა მე ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად... ადამმა... შვა თავის მსგავსად, თავის ხატად, და უწოდა მას სახელად შეთი” (დაბ. 4:25 - 5:3).ქიმ 34.1

    ადამს მიეცა სხვა ვაჟი, რომელიც ღვთიური აღთქმის და სულიერი პირმშოობის მემკვიდრე უნდა გამხდარიყო. მას შეთი უწოდეს, რაც „განწესებულს” ანუ „საზღაურს” ნიშნავს, ვინაიდან მისმა დედამ თქვა: „აღმიდგინა მე ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად”. გარეგნულად შეთი კაენზე და აბელზე მეტად წარმოსადეგი იყო და ძეთაგან ყველაზე მეტად ჰგავდა ადამს. კეთილშობილებით შეთი ადამს დაემსგავსა, თუმცა მემკვიდრეობით კეთილშობილება კაენზე მეტი არ მიუღია. ადამის შექმნის თაობაზე ნათქვამია: „როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი”; მაგრამ დაცემის შემდგომ ადამიანი „თავის მსგავსად და თავის ხატად” აჩენდა შვილებს...ქიმ 34.2

    წმინდა შაბათს იცავდა ადამის ყველა უფლის ერთგული შვილი. მაგრამ კაენი და მისი შთამომავლობა არ აღიარებდა დღეს, რომელ დღესაც თვით შემოქმედმა შეისვენა. მათ თავად დააწესეს მუშაობისა და დასვენების დღეები, რითაც უარყვეს უდიდესი იეჰოვას მცნებები...ქიმ 34.3

    რამდენიმე ხანს კაენისა და შეთის შთამომავლობა ცალცალკე ცხოვრობდა. კაენიტებმა დატოვეს თავიანთი ადრინდელი საცხოვრისი და იმ ველმინდვრებს მიაშურეს, სადაც შეთის შვილები ცხოვრობდნენ. ხოლო ეს უკანასკნელნი კი, მათი დამღუპველი ზეგავლენისაგან თავის დაღწევის მიზნით, მთებში ავიდნენ და იქ გაშალეს თავიანთი კარავები. ასეთი განცალკევებული ცხოვრებით შემოინახა შეთის შთამომავლობამ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების სიწმინდე. მაგრამ თანდათანობით, დროთა განმავლობაში ხდებოდა მათი შერევა ბარის მოსახლეობასთან, რამაც დამღუპველი შედეგი გამოიღო. „იხილეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და ცოლებად მოჰყავდათ ისინი, ვისაც კი ამოირჩევდნენ” (დაბ. 6:2). კაენიტთა ასულებით მოხიბლული შეთის შვილები ცოლად ირთავდნენ მათ, რაც უფლის დიდ გულისტკივილს იწვევდა. ღვთის მრავალმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ და თაყვანისმცემელმა შესცოდა ასეთი მრავალგვარი ცდუნებით და დაკარგა თავისი განსაკუთრებული სიმართლე...ქიმ 34.4

    თითქმის ათასი წელიწადი ცხოვრობდა ადამი წუთისოფელში, როგორც ცოდვის შედეგის უტყუარი მოწმე. იგი გულწრფელად ცდილობდა, შეეჩერებინა ბოროტების ნაკადი... ამასთან ერთად იგი ნათლად ხედავდა, თუ თანდათანობით როგორ იზრდებოდა ადამიანთა ზნედაცემულობა, რამაც საბოლოოდ კაცობრიობა წარღვნამდე მიიყვანა. და თუმცა თავდაპირველად შემოქმედის მიერ მის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ძლიერ სასტიკი ეჩვენა, მაგრამ შემდგომში, როცა ათასი წლის განმავლობაში საკუთარი თვალით იხილა ცოდვის საშინელი შედეგი, მიხვდა, რომ ტანჯვითა და მწუხარებით აღსავსე სიცოცხლის განადგურება დედამიწაზე - უფლის უდიდესი მოწყალების გამოვლინება იყო...ქიმ 34.5