Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იშვიათ სულიერ შესაძლებლობათა ჟამი, 3 თებერვალი

    „რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული” (რომ. 1:21).ქიმ 36.1

    წარღვნამდელი წუთისოფლის ურჯულოების მიუხედავად, ის პერიოდი არ ყოფილა უვიცობისა და პირველყოფილი წყობილების ჟამი, როგორც ხშირად ვარაუდობენ. ადამიანებს ზნეობრივი და გონებრივი განვითარების მწვერვალების დაპყრობის უდიდესი შესაძლებლობები გააჩნდათ. მათ არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალა და ბრწყინვალე გონება ჰქონდათ. უსასრულოდ დიდი იყო სულიერი და მეცნიერული ცოდნის შეძენის შესაძლებლობები. არ იქნებოდა სწორი გვეფიქრა, რომ რადგან ადრე ადამიანი ასე დიდხანს ცოცხლობდა, მისი გონების მომწიფება გვიან ხდებოდა. პირიქით, მათი ინტელექტუალური განვითარება ადრე იწყებოდა და მათ შორის ღვთისმოშიშთა და მისი ნების აღმსრულებელთა შემეცნებითი და გონებრივი შესაძლებლობების ზრდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ხდებოდა. შესაძლებელი რომ იყოს ჩვენი დროის სახელგანთქმულ მეცნიერთა შედარება წარღვნამდელ სამყაროში მცხოვრებ მათ კოლეგებთან, რა უსუსურნი გამოჩნდებოდნენ ისინი თავიანთი ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონით... სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან ერთად ადამიანს თანდათან უქვეითდებოდა ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობანი...ქიმ 36.2

    წარღვნამდელ ადამიანებს არ ჰქონდათ დამწერლობა და, აქედან გამომდინარე, წიგნებიც, მაგრამ მათ ებოძათ უდიდესი ნიჭი და არაჩვეულებრივი მეხსიერება, რომლის მეშვეობითაც თავიანთ ცოდნას ზუსტად, უშეცდომოდ გადასცემდნენ მომავალ თაობებს. საუკუნის განმავლობაში ერთდროულად შვიდი თაობა ცხოვრობდა, რომელთაც ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების უდიდესი შესაძლებლობები გააჩნდათ... ეს იყო უდიდესი სინათლის პერიოდი და რელიგიური სიბნელე არ არსებობდა. მთელ წუთისოფელს თვით ადამისაგან შეეძლო შეეცნო ჭეშმარიტება...ქიმ 36.3

    სკეპტიკოსები ვერ უარყოფდნენ სამოთხის ბაღის არსებობას მანამ, სანამ ყველას შეეძლო მისი ხილვა და სანამ მის შესასვლელს ანგელოზები იცავდნენ. შემოქმედების თანმიმდევრობა, ბაღი, ისტორია ორი ხისა, ასე მჭიდროდ რომ არის დაკავშირებული, - ყოველივე ეს იყო ფაქტი, რომელსაც მტკიცება არ სჭირდებოდა. სანამ ადამი ცოცხალი იყო, ვერავინ უარყოფდა ღმერთის არსებობას, მის უზენაეს ძალაუფლებას და მისი წმინდა კანონის მოთხოვნებს.ქიმ 36.4

    მზარდი ურჯულოების მიუხედავად, იმ პერიოდში არსებობდა წმიდანთა დინასტია - კეთილშობილი, უფალთან ურთიერთობით გასპეტაკებული ადამიანები, რომლებიც ისე ცხოვრობდნენ დედამიწაზე, როგორც ზეცაში. მათ ჰქონდათ ძლიერი გონება და შემეცნების უჩვეულო უნარი. ისინი ემსახურებოდნენ ერთ უდიდეს, წმინდა მიზანს - შეეძინათ მართალი ხასიათის თვისებები და ღვთისმოსაობის მაგალითი დაეტოვებინათ არა მხოლოდ მათთვის, ვინც მათ გვერდით ცხოვრობდა, არამედ მომავალი შორეული თაობებისათვის. წმინდა წერილის ფურცლებზე მხოლოდ მცირე მათგანი მოიხსენიება - მათ შორის ყველაზე გამოჩენილნი. მაგრამ ღმერთს ყოველთვის, ყველა საუკუნეში ჰყავდა თავისი ერთგული, გულწრფელი მიმდევრები. ქიმ 36.5