Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სავლე ხდება პავლე, წარმმართთა მოციქული, 29 ოქტომბერი

    „და დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: სავლე, სავლე, რად მდევნი მე? თქვა: ვინ ხარ შენ, უფალო? მან კი: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი” (საქმე. 9:4, 5).ქიმ 305.1

    სავლე სწავლობდა თავისი დროის ყველაზე განათლებულ რაბინებთან. მას ასწავლიდა გამალიელი. სავლე იყო რაბინი და სახელმწიფო მოღვაწე. იგი სინედრიონის წევრი იყო და გულმოდგინედ იღვწოდა ქრისტიანობის ამოსაძირკვად. მან მონაწილეობა მიიღო სტეფანეს ქვებით ჩაქოლვაში. მასზე ვკითხულობთ: „სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში და ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები, და საპყრობილეში ჰყრიდა მათ”. მაგრამ მისი კარიერა, როგორც მჩაგვრელისა, დასრულდა.ქიმ 305.2

    როცა დამასკოში მიდიოდა სავლე, რათა დაეტყვევებინა ყველა ქრისტიანი, ვისაც იპოვიდა, „უეცრად მოეფინა ნათელი ციდან და დაეცა მიწაზე და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: სავლე, სავლე, რად მდევნი მე?”..ქიმ 305.3

    მოციქულ სავლეს დაერქვა პავლე. იგი შეუერთდა მოწაფეებს და გახდა ერთერთი მთავარი მოციქული.ქიმ 305.4

    მოციქულები ხშირად ეცემოდნენ სულით ბოროტ ადამიანებთან და ბნელეთის ძალებთან ბრძოლაში, მაგრამ პოულობდნენ ბრძოლის გაგრძელების ძალას გამარჯვების ან უფლისთვის სიკვდილის იმედით. იესოსათვის მიღებული მათი ჭრილობები მოწმობდა ქრისტეს ჯვარცმისა და ქრისტეს ტანჯვის თანაზიარობას.ქიმ 305.5

    თვით მათი ხსნა და მრავალი განსაცდელიდან უვნებლად გამოსვლა მოწმობდა, რომ იესო ცოცხალია და ისინიც ცოცხლობენ მისი ძალით.ქიმ 305.6

    ჭეშმარიტი და ერთგული სტეფანე ქვებით ჩაქოლეს ქრისტეს მტრებმა. რა თქმა უნდა, არვინ ფიქრობს, რომ ღმერთი განამტკიცებს თავის საქმეს დედამიწაზე, როცა ბიწიერ ადამიანებს ნებას რთავს ამგვარად იზეიმონ. მაგრამ სწორედ ამ გარემოებამ შეუწყო ხელი პავლეს რწმენაში მოქცევას, მან კი ათასობით ადამიანი მოიყვანა სახარების ნათელში.ქიმ 305.7

    ღვთის საქმის შესასრულებლად არჩეული ადამიანები უნდა იყვნენ ერთგული და გულწრფელი მუშაკები, დამოძღვრილი ღვთისგან. მათ, თავის მხრივ, უნდა გადასცენ ის, რაც მიიღეს, უყოყმანოდ გააცხადონ ღვთის ნება, უჩვენონ უკეთესი გზა ყველას, ვისთანაც შეხება აქვთ. ახალი მოღვაწეები იბადებიან ქრისტეში, რათა იღვაწონ რწმენის კეთილი ღვაწლით. მათთვის ყოველთვის მისაწვდომია ძალა, რომლის მეშვეობითაც იზეიმებენ გამარჯვებას მტერთან ყოველი შეტაკებისას; ძალა, რომელიც დაეხმარება, გაიმარჯვონ ცხოვრებისეულ სიძნელეებთან ბრძოლაში.ქიმ 305.8