Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღვთის რჯულს გადასინჯვა არ სჭირდება, 28 ნოემბერი

    „და აღადგენ შენგნით საუკუნო ნანგრევებს. განამტკიცებ ძველთაძველ საფუძვლებს და დაგერქმევა შენგრეულის შემომღობელი, საცხოვრებლად გზების განმაახლებელი” (ეს. 58:12).ქიმ 335.1

    ქრისტე წუთისოფელში მოვიდა ღვთის რჯულით ღვთის გასაცნობად, რადგან მისი რჯული მისი ხასიათის გამოხატულებაა. ქრისტე ერთდროულად რჯულიც იყო და სახარებაც...ქიმ 335.2

    ესაია წინასწარმეტყველის წიგნის ორმოცდამეთვრამეტე თავში კონკრეტულად არის აღწერილი ცისა და მიწის შემქმნელი ღმერთის თაყვანისმცემელთა სამუშაო: „და აღადგენ შენგნით საუკუნო ნანგრევებს. განამტკიცებ ძველთაძველ საფუძვლებს”. ღვთის ძეგლი, მისი მეშვიდე დღე განდიდდება...ქიმ 335.3

    ამ ტექსტში მკაფიოდ ჩანს ეკლესიისა და წუთისოფლის, მორწმუნეთა და ურწმუნოთა ისტორია. მორწმუნენი მესამე ანგელოზის უწყების გაგონებისას შეუერთდნენ ღვთის მცნებების გზას და სურდათ გამოეხატათ ცისა და მიწის შემქმნელის პატივისცემა, ღირსება და დიდება. მოწინააღმდეგე ძალებმა შეურაცხყვეს ღმერთი, ნაპრალი გაუჩინეს მის რჯულს და როცა მისი სიტყვიდან მომდინარე ნათელმა ხალხის ყურადღება მიაპყრო მის წმინდა მცნებებს და პაპის ხელისუფლებისგან შელახულ რჯულს, მაშინ ბევრმა გადაწყვიტა მოესპო მთელი კანონი და ამით განთავისუფლებულიყო სინდისის მხილებისაგან. მაგრამ შესძლო ადამიანმა რჯულის მოსპობა? ვერა, რადგან ყველა დამოუკიდებელი მკვლევარი წერილებისა ხედავს, რომ ღვთის რჯული მარადიული და ურყევია და მისი ძეგლი შაბათი იდგება მარად და მიუთითებს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ცრუ ღმერთების საპირისპიროდ.ქიმ 335.4

    სატანა უკან არ იხევდა და დაუღლელად აგრძელებდა ცაში დაწყებულ მუშაობას ღვთის რჯულის შესაცვლელად. მან შეძლო წუთისოფლისათვის ჩაეგონებინა თეორია, რომელსაც ცაში მისდევდა, სანამ ცოდვილი გახდებოდა: თითქოს ღვთის რჯული სრულყოფილი არ იყო და გადახედვა სჭირდებოდა. ქრისტიანული ეკლესიების მრავალი წევრი თავისი განწყობით თითქოსდა იზიარებს ამ ცდომილებას. მაგრამ ერთი იოტა ანდა წერტილიც რომ შეიცვალოს, სატანა დედამიწაზე მიაღწევს თავის მისაღწეველს, რაც ცაში არ გამოუვიდა. მან მოამზადა სიცრუის ბადეები და იმედოვნებს ეკლესიის და წუთისოფლის დაჭერას. მაგრამ ყველა არ მოყვება მის ბადეში. ამჟამად მკვეთრადაა გამიჯნული ზღვარი მორჩილთა და მოწინააღმდეგეთა შორის, ერთგულთა, ჭეშმარიტთა და მოღალატეთა, ცრუთა შორის. ყალიბდება ორი დიდი დაჯგუფება: მხეცისა და მისი ხატების მომხრეთა და ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთის თაყვანისმცემელთა.ქიმ 335.5