Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღვთის მცნებათა დამცველნი მისი ძვირფასი თვლებია, 8 დეკემბერი

    „ჩემი იქნებიან ისინი”, - ამბობს უფალი, - „იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს” (მალ. 3:17).ქიმ 345.1

    სამყაროში მხოლოდ ორი ადგილია, სადაც შეგვიძლია ჩვენი განძის მოთავსება - ღვთის ან სატანის საკუჭნაოში. ღვთის საქმე ნელა მიიწევს წინ საშუალებების ნაკლებობის გამო. მსახურნი ვერ ითვისებენ ახალ ტერიტორიებს. მილიონობით ადამიანი კვლავ სატანის ხელშია და არავინ ცდილობს მის ჩამოგდებას.ქიმ 345.2

    ეშმაკი დაკავებულია უკანასკნელი, დიადი ბრძოლის გეგმებით. ყველა დაიკავებს ადგილს აქეთ ან იქით. სახარება დედამიწაზე აგერ უკვე ორი ათასი წელია მოგზაურობს, მაგრამ სატანა ადამიანებს აჩვენებს სცენას, რომელიც ქრისტეს აჩვენა. საოცარ პანორამაში გაატარებს მათ წინაშე წუთისოფლის ყველა სამეფოს, მთელი თავისი დიდებით... იგი გაატარებს სამეფოთა მომხიბლავ სურათებს და დაიწყებს მტკიცებას, რომ ეს არის „ღვთის სამეფო”. ეს ასეა? არა. არა.ქიმ 345.3

    შეხედეთ, შეხედეთ და ყური უგდეთ წუთისოფელში გაბატონებულ ხმებსა და ძალებს. ზეციური გუშაგი ხედავს, რომ დედამიწა აღსავსეა სისასტიკით, ძალადობითა და ბოროტმოქმედებით. ისმის ლოცვის ხმა? ხედავთ თუ არა რაიმე ნიშნებს, რომ ღმერთი აღიარებულია?.. შეხედეთ თქვენ, ვინც მერყეობთ მორჩილებასა და ურჩობას შორის. გონებით შეხედეთ ადამიანთა ვეება ბრბოს, სატანის სამსხვერპლოსთან რომ იხრის ქედს.ქიმ 345.4

    თითქოს ურჯულოების საიდუმლომ დაატყვევა მთელი წუთისოფელი... ჩამოთვალეთ ადამიანთა მანკიერებანი, თუ შეძლებთ. მაგრამ შეუძლებელია მათი დათვლა. სიმდიდრე შეძენილია ყოველგვარი ძარცვით, თან იძარცვება არა მარტო ხალხი, არამედ ღმერთიც. ხალხი იყენებს უფლის სახსრებს, რათა თავისი ეგოიზმი გაახაროს. რის მოხვეჭასაც ახერხებენ, სიხარბის სამსახურში სდებენ. ყველგან სიხარბე და ავხორცობაა...ქიმ 345.5

    მაგრამ ადამიანებს ეს არ ესმით... იოანემ ნახა მრავალი ასეთი შეცდომილი. მას აჩვენეს ეშმაკებისადმი მათი თაყვანისცემა. თითქოს მთელი წუთისოფელი დგას დაღუპვის პირას. მაგრამ როცა გულწრფელი ინტერესით დაძაბა მზერა, დაინახა ღმერთის მცნების დამცველ ადამიანთა ჯგუფი. მათ შუბლზე იყო ცოცხალი ღმერთის ბეჭედი და იოანემ წამოიძახა: „აქაა წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას”.ქიმ 345.6