Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გარეგნული ღვთიური ბეჭედი შინაგან რწმენაზე მიუთითებს, 5 აპრილი

    „რომ გეტყვიან თქვენი შვილები: ეს რა მსახურება გაქვთ? და ეტყვით თქვენ: ეს არის პასექის მსხვერპლი უფლისათვის, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის ძეთა სახლებს ეგვიპტეში, როცა შემუსრა მან ეგვიპტე და ჩვენი სახლები კი გადაარჩინა” (გამ. 12:26, 27).ქიმ 98.1

    ყოველი ადამიანი თავის ხასიათს აყალიბებს ან სიცოცხლის მეუფის ხელმძღვანელობით ან წყვდიადის მეუფის კარნახით. თუ ცოდვას ვემსახურებით, ქრისტეს სამსჯავროში შურისგება გველის, რომელიც მომზადებულია ღმერთის კანონის დამრღვევთათვის. თითოეულს დაანახვებენ კეთილი ღმერთის მიერ გამოცხადებულ ყველა მოწვევას, რომელიც მან უარყო. და განაჩენიც, რომელიც სამუდამოდ განსაზღვრავს ყოველი ადამიანის ბედს - მარადიული ნეტარება თუ უფლის რისხვის ცეცხლოვან სტიქიაში დასჯა - სამარადჟამოდ დაასრულებს უწმინდურთა ისტორიას.ქიმ 98.2

    იმ ღამით, როცა ღმერთმა დახოცა ეგვიპტელთა ყველა პირმშო, ეგვიპტეში მცხოვრებ ებრაელთა წინაშე დაიდო პირობა, რომლის თანახმადაც ყოველ ოჯახს უნდა გამოევლინა უსიტყვო რწმენა ღმერთისადმი და უკლებლივ უნდა შეესრულებინა ღმერთის ყველა მითითება. ოჯახის ყველა წევრი უნდა დაბრუნებოდა თავის ებრაულ საცხოვრისს და ყველას ერთად უნდა მიეღო პასექი, შეესრულებინა ყველა აუცილებელი სამზადისი გამოსასვლელად და ხელში ხელჯოხებიც კი აეღო. ღმერთს გადაწყვეტილი ჰქონდა თავის სამსჯავრო მოეხდინა, რათა ფარაონი მიმხვდარიყო, რომ არსებობს უფალი ღმერთი და არა სხვა ღმერთი, მის გარდა.ქიმ 98.3

    ღვთის ანგელოზს გვერდი უნდა აევლო ებრაელთა სახლებისათვის, რომელთა კარების წირთხლზე სამსხვერპლო კრავის სისხლი აპკურეს. ეს ნიშანი განსაკუთრებულ მოწმობას წარმოადგენდა.ქიმ 98.4

    მაგრამ, დავუშვათ, რომ სახლის მაცხოვრებლებმა გამოიჩინეს დაუდევრობა და არ შეკრიბეს ჭერქვეშ ყველა ბავშვი. ან, დავუშვათ, ეგვიპტეში დაბადებულმა და გაზრდილმა ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ ეს მხოლოდ მშობლების ახირებაა და სულაც არაა სავალდებულო სახლში მისვლა მითითებულ დროს. დავუშვათ, მათ ყურად არ იღეს მშობლების მუდარა და მოიგონეს რაღაც გასამართლებელი მიზეზები, როგორც ეს საქორწინო ნადიმზე მოწვეულთაგან გააკეთა ზოგიერთმა. მაშინ უფლის სამსჯავროები არ დაინდობდნენ მათ და ებრაელთა პირმშოები ისევე დაიხოცებოდნენ, როგორც ეგვიპტელთა პირმშოები.ქიმ 98.5

    როგორია ამჟამად უფლის მცნებების დამცველთა და იესოს მორწმუნეთა მდგომარეობა? თუკი ოჯახის ზოგიერთი წევრი უარს ამბობს უფლისადმი მორჩილებასა და მისი შაბათის დაცვაზე, ასეთი ოჯახები არ იქნებიან ბეჭედდასმული. ბეჭდის დასმა არის იმის პირობა, რომ ღმერთი თავის რჩეულთა სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ბეჭდის დასმა მიუთითებს, რომ თქვენ ღმერთის რჩეული ხართ. თქვენ მას ეკუთვნით. როდესაც ღმერთის მიერ ბეჭედდასმული ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს ღვაწლით ვართ გამოსყიდულნი და ვერავინ გამოსტაცებს მას ჩვენს თავს ხელებიდან.ქიმ 98.6