Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე ამცნობდა ჭეშმარიტებას ნაცნობი საგნების გამოყენებით, 6 აგვისტო

    „ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა” (მათ. 13:34).ქიმ 221.1

    დიადი მოძღვარი ჭეშმარიტებას ახარებდა იმ ადამიანებს, რომელთაც არ უსწავლიათ რაბინთა სკოლებში და არც ბერძნულ ფილოსოფიას დაუფლებიან. იესო ახარებდა ჭეშმარიტებას პირდაპირ და უბრალოდ და თავის გამონათქვამებს შთამბეჭდავ, ცხოვრებისეულ ძალას სძენდა...ქიმ 221.2

    რაბინებმა და მასწავლებლებმა ცის სასუფევლის კარები დახურეს ღარიბთა და გაჭირვებულთათვის და წუთისოფელში დაღუპვისათვის გაწირეს. თავის საუბრებში ქრისტე მაშინვე არ უცხადებდა ადამიანებს ბევრ ჭეშმარიტებას, რათა არ დაეფრთხო ისინი. ის ნათლად და გასაგებად ამცნობდა მათ ყოველ პუნქტს...ქიმ 221.3

    ქრისტე ჭეშმარიტების ყველა ძველი მარგალიტის ავტორი იყო. მტერმა ამოძირკვა ისინი ადამიანთა გონებიდან. მან გამოდევნა ეს ჭეშმარიტებანი კანონიერი ადგილიდან და გარს სიცრუე მოახვია. ქრისტეს ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ შეესწორებინა ძვირფასი მარგალიტები და ჭეშმარიტების ჩარჩოში ჩაესვა. ჭეშმარიტების პრინციპები, რომელიც მან ქვეყანას მისცა, როგორც დიდი წყალობა, სატანის ძალისხმევით დაიმარხა და, გარეგნული ნიშნებით თუ ვიმსჯელებთ, გაქრა კიდეც. ქრისტემ გაათავისუფლა ისინი სიცრუის მარწუხებისაგან და სიცოცხლის ახალი ძალა შთაბერა. მან უბრძანა მათ ძვირფასი მარგალიტების მსგავსად აელვარება, რათა ისინი მარადიული სიმტკიცით შემოსილიყვნენ. თავად ქრისტეს შეეძლო ამ ჭეშმარიტებათაგან ნებისმიერის გამოყენება ისე, რომ არავის იოტისოდენადაც არ დასესხებოდა, რადგან თავად იყო ყოველი მათგანის ავტორი...ქიმ 221.4

    ღვთიურ ჭეშმარიტებებზე ლაპარაკისას ქრისტე ცდილობდა ნაკლებად დაერღვია ადამიანთა აზროვნების ჩვეული წესი... აი, რატომ აღვივებდა იგი მათში ცნობისმოყვარეობას, მის თხრობაში ჭეშმარიტებები გადმოიცემოდა ხალხისთვის ნაცნობი საგნებისა და მოვლენების დახმარებით. თავის მსმენელებს იგი უღვიძებდა ყველაზე სპეტაკ მოგონებებსა და სიმპათიებს, რათა მათ შინაგან სულიერ ტაძარში შეეღწია. ის სწავლობდა ადამიანთა ინტერესებს და ქადაგებისას ახლო იყო მათთან. თავის ილუსტრაციებს იგი პოულობდა ბუნების დიად წიგნში და საფუძვლად ადამიანებისათვის კარგად ნაცნობ საგნებს იყენებდა. მინდვრის შროშანი, მთესველის მიერ დათესილი თესლი, თესლის გაღვივება, მკა, ზეციური ფრინველები - ყველა ამ სიმბოლოს იყენებდა, რათა ღვთიური ჭეშმარიტება ესწავლებინა, რადგან ჩამოთვლილი ბუნებრივი მოვლენები ახსენებდა ადამიანებს მის გაკვეთილებს ყოველთვის, როცა ისინი მათ ხედავდნენ...ქიმ 221.5

    თუმცა შებილწა სატანამ უფლის მიზნები და ღმერთის ხასიათი შებღალა, ღმერთის სიყვარული მისი მიწიერი შვილებისადმი მრავალი საუკუნის მანძილზე არ შესუსტებულა. თავისი საქმეებით ქრისტეს უნდა გაეცხადებინა მამის წყალობა, თანაგრძნობა, სათნოება და ჭეშმარიტება. მხოლოდშობილი უფლის ძე ფანტავს ეშმაკეულ ნისლს, რომლითაც სატანამ მოიცვა ღმერთი, და ამბობს: „მე და მამა ერთი ვართ; მიყურეთ მე და ღმერთს დაინახავთ”.ქიმ 221.6