Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    კრიტიკულ სიტუაციებში ღმერთის მხარეზე იდექით, 19 ივნისი

    „ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალა, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო! თუ არა და... ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე” (დან. 3:17,18).ქიმ 173.1

    ნაბუქოდონოსორის საოცარი სიზმარი მისი მსოფლმხედველობის შეცვლის მიზეზი გახდა და მცირე დროის განმავლობაში მეფე ღვთის შიშის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა; მაგრამ მისი გული ჯერ ვერ გათავისუფლებულიყო ამპარტავნობისა და მიწიერი თვითგანდიდების წყურვილისაგან. როგორც კი მივიწყებას მიეცა პირველი შთაბეჭდილებები, მან ამ სიზმრით მხოლოდ საკუთარ განდიდებაზე დაიწყო ფიქრი.ქიმ 173.2

    სიტყვებმა იმის შესახებ, რომ ის ოქროს თავი იყო, ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ნაბუქოდონოსორის ცნობიერებაზე. მან მტკიცედ გადაწყვიტა კერპის გაკეთება, რომელიც ბევრად დიდი იქნებოდა სიზმრად ნანახზე. მეფის ჩანაფიქრით კერპი თავიდან ფეხებამდე ძვირფასი ლითონის უნდა ყოფილიყო. ამგვარად მთელი კერპი ბაბილონის დიდებულების სიმბოლო უნდა ყოფილიყო. მეფემ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამ კერპის სიდიადეს უნდა წაეშალა მისი და სხვა ადამიანების გონებიდან ის, რაც გაიგონეს სიზმრისა და მისი ახსნის შესახებ: წინასწარმეტყველება შემდგომი სამეფოების შესახებ. ომში ხელში ჩაგდებული განძით „გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი”... და გამოსცა ბრძანება, რომ—ლითაც ითხოვდა, რომ სამეფოს ყველა მაღალჩინოსანს თავი მოეყარა კერპის მიძღვნაზე და მუსიკალური იარაღების ხმის ქვეშ მუხლი მოეყარათ და თაყვანი ეცათ მისთვის...ქიმ 173.3

    დადგა დათქმული დღე და მუსიკის ხმების ქვეშ, რომელიც ტრანსში აგდებდა ხალხს, უამრავი ადამიანი დაეცა და თაყვანი სცა ოქროს კერპს. მაგრამ სამმა ებრაელმა ჭაბუკმა, შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედნეგომ (ჩვენ არ გვაქვს ცნობები, რომ იქ დანიელიც იყო) არ შებილწა ზეციური ღმერთი და არ მიაგო პატივი ოქროს კერპს. მათი ქცევის შესახებ ეცნობა მეფეს. განრისხებულმა მეფემ მოუხმო მათ და მუქარით შეეცადა ჭაბუკთა იძულებას, თაყვანი ეცათ კერპისათვის. თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ განაცხადეს მათ ზეციური ღმერთისადმი თავისი ერთგულების და თავისი რწმენის შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ ის გადაარჩენს მათ მძიმე გამოცდის ჟამს.ქიმ 173.4

    მეფის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა. მან ბრძანა ღუმელის ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გახურება და დაუყოვნებლივ მის ალში ებრაელი ტყვეების ჩაგდება. ღუმელს ისეთი ალმური ასდიოდა, რომ მათ, ვინც ვაჟებს ცეცხლში აგდებდა, სასიკვდილო დამწვრობა მიიღეს.ქიმ 173.5