Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ სიტყვებს: „ასე ამბობს უფალი”, 14 ივლისი

    „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს... თუ ღვთის ძე ხარ, თავი გადაიგდე აქედან ძირს” (ლუკ. 4:3, 9).ქიმ 198.1

    ცდუნების უდაბნოში მაცხოვარს შესთავაზეს ქვეყნიერების ყველა სიმდიდრე მის მოსასყიდად. სატანა არ მიდიოდა მის საცდუნებლად მანამ, სანამ არ დასუსტდა მისი ადამიანური ბუნება და არ მოითხოვა ყველაზე აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება...ქიმ 198.2

    ქრისტეს ადამიანური ბუნება შეეცდებოდა თავი აერიდებინა იმ გამოცდისათვის, რომელიც უდაბნოში ელოდა. მაგრამ იგი წუთისოფელში მოვიდა, რათა მასთან (სატანასთან) მჭიდრო კონტაქტში შესულიყო, გამოეგლიჯა ამ უზურპატორის კლანჭებიდან კაცობრიობა, როგორც უფლის ძვირფასი მემკვიდრეობა...ქიმ 198.3

    სატანამ იცოდა, რომ დაიწყო სიცოცხლის მთავარსა და ბნელეთის მთავარს შორის პირადი დაპირისპირება და შეეცადა ქრისტე მაშინ დაემარცხებინა, როცა ის ფიზიკურად დასუსტდა. ქრისტეს საჭირო მტკიცებები რომ წარმოედგინა სატანისათვის, ეს ნიშნავდა, რომ მან ეჭვი შეიტანა თავის ღვთიურობაში და ამ ეჭვების საფუძველზე მოქმედებს. ქრისტეს მტრის წინადადება რომ მიეღო, მისი სატანური უდიდებულესობა არ მოისვენებდა და ეტყოდა: მაჩვენე ნიშანი, რათა დავრწმუნდე, რომ შენ უფლის ძე ხარ. მაგრამ ქრისტეს ეს არ უნდა მოემოქმედა. თუკი საკუთარი თავისათვის სასწაულს მოახდენდა, დაამტკიცებდა, რომ ღმერთს აღარ ენდობა. მისი მტკიცე სასოება სიტყვებისადმი „ასე ამბობს უფალი” იყო უტყუარი ნიშანი, რომელიც ნებისმიერ სასწაულზე დიდი იყო...ქიმ 198.4

    რა ოსტატურად მიუჩოჩდა სატანა ადამსა და ევას! „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო?” აქამდე სატანის ნათქვამი ყოველი სიტყვა სიმართლე იყო, მაგრამ მის მანერებში გამოსჭვიოდა სიძულვილი ღმერთის სიტყვებისადმი, ღვთიური ჭეშმარიტებებისადმი უნდობლობა და მისი უარყოფა. ის შეეცადა დაერწმუნებინა ევა, თითქოს ღმერთმა არ შეასრულა დაპირება, რადგან მშვენიერი ნაყოფის ჭამის აკრძალვა ადამიანებისადმი მის სიყვარულსა და თანაგრძნობას ეწინააღმდეგება.ქიმ 198.5

    და ახლა ის ცდილობს ქრისტეს შთააგონოს თავისი სკეპტიკური აზრები: „თუ ღვთის ძე ხარ”. ამით ის ცდილობს ქრისტეს გონება თავისი ეჭვებით დააბინძუროს... ნუთუ ღმერთი ასე მოექცეოდა თავის ძეს?..ქიმ 198.6

    მავანი და მავანი შეიძლება ცდუნდეს, დაკარგოს ღმერთისადმი ნდობა და დაეჭვდეს მის სიყვარულში... ისინი მოღალატეები და მეამბოხეები ხდებიან, როცა ცდუნდებიან იმისაგან, ვისაც თავის ბელადად ირჩევენ. ისინი ხდებიან სატანის მედიუმები, მისი ეჭვებისა და ურწმუნოების გამავრცელებლები, რითაც ასნეულებენ ირგვლივმყოფთ.ქიმ 198.7