Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სამი ანგელოზის უწყება ღვთის სიტყვასთან დაბრუნების მოწოდებაა, 27 ნოემბერი

    „ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, მიწის მკვიდრთათვის - ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად. ამბობდა დიდი ხმით: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი” (გამოცხ. 14:6, 7).ქიმ 334.1

    შთაგონებულმა სიტყვამ იწინასწარმეტყველა ანგელოზთა პირველი, მეორე და მესამე უწყება. არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ უნდა მოაკლდეს მათ. კაცთა ძალაუფლებას არ შეუძლია შეცვალოს ამ უწყებათა განლაგება, როგორც ვერ შეცვლის ძველ აღთქმას ახლით. ძველი აღთქმა არის სახეებსა და სიმბოლოებში გამოხატული სახარება, ახალი აღთქმა - ძველი აღთქმის პირველსახეების აღსრულებაა. ყოველი მათგანი მნიშვნელოვანი და არსებითია. ძველ აღთქმაში გადმოცემულია თვით ქრისტეს გაკვეთილები და მათ არ დაუკარგავთ ძალა და მნიშვნელობა.ქიმ 334.2

    პირველი და მეორე უწყება (იხ. გამოცხ. 14:6-8) გაცხადდა შესაბამისად 1843 და1844 წლებში, მესამის გამოცხადების ხანაში ვცხოვრობთ ამჟამად. მაგრამ დღეს საჭიროა სამივე უწყების ქადაგება. საჭიროა დღესაც და შემდგომშიც მოვუთხროთ მათზე ჭეშმარიტების მაძიებელთ. ჩვენ უნდა გავაცხადოთ ეს უწყებანი წერილობით და ზეპირად, ვაჩვენოთ მათი თანმიმდევრობა და წინასწარმეტყველებათა შესრულება, რომელსაც მივყავართ მესამე ანგელოზის უწყებამდე. მესამე უწყება ვერ იარსებებს პირველისა და მეორის გარეშე...ქიმ 334.3

    მთლიანად გამოცხადების წიგნი კი არ იყო ბეჭდით დაბეჭდილი, არამედ დანიელის წინასწარმეტყველების ის ნაწილი, რომელიც ბოლო ჟამისთვის იყო განკუთვნილი... როცა წიგნი გაიხსნა, საზეიმოდ გამოცხადდა: „დრო აღარ იქნება”. დღეს დანიელის წიგნი გახსნილია, ამიტომ იოანესთვის ქრისტეს გამოცხადება უნდა შევატყობინოთ დედამიწის ყველა მცხოვრებს. მხოლოდ ეს მოამზადებს ხალხს უკანასკნელ დღეებში გადასარჩენად.ქიმ 334.4

    (წაიკითხეთ გამოცხ. 14:6, 7). თუ ამ უწყებას შეისმენენ, ყოველი ერი და ტომი, ენა და ხალხი დაუბრუნდება სიტყვას, რომელიც ბეჯითად უნდა გამოვიკვლიოთ, შეხედავს ჭეშმარიტ ნათელს და არა ხელისუფლებას, რომელმაც მეშვიდე დღე შაბათი შეცვალა ცრუ შაბათით... შაბათი როგორც ცოცხალი ღმერთის, ცისა და მიწის შემოქმედის ძეგლი განადგურდა და მის ნაცვლად წუთისოფელს დაუწესეს ცრუ შაბათი. ამით ღმერთის რჯულში ნაპრალი გაჩნდა...ქიმ 334.5

    პირველი ანგელოზის უწყება მოუწოდებს ღვთის, ჩვენი შემოქმედის, წუთისოფლის შემქმნელის თაყვანისცემას... იმ ანგელოზის უწყება, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა, არის მუდმივი სახარება, სწორედ ის, რომელიც ეუწყა სამოთხეში, როცა ღმერთმა უთხრა გველს: „ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის”.ქიმ 334.6