Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    რწმენა და საქმე განუყოფელია ,25 ივნისი

    „და ვუთხარი მეფეს: თუ მეფე ინებებს და თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენს წინაშე, მაშინ გამიშვი იუდაში, ჩემი მამების საფლავთა ქალაქში, და ხელახლა გავაშენებ მას” (ნეემ. 2:5).ქიმ 179.1

    ბოლოს და ბოლოს ნეემიამ ვეღარ შეძლო თავისი მწუხარების დაფარვა, რომელიც მძიმე ლოდად ედო გულზე. უძილო ღამეები, მხურვალე ლოცვებში გატარებული, ზრუნვით სავსე დღეები, შავბნელი ჩრდილით დაფარული მცირე იმედი - აი, რამაც დატოვა თავისი კვალი მის სახეზე. მონარქის, რომელიც დაჩვეული იყო საკუთარი უსაფრთხოების გულმოდგინე დაცვას, ყურადღებიანი მზერა კარგად კითხულობდა ადამიანთა სახის გამომეტყველებას და ამჩნევდა იმას, რაც იფარებოდა მის სულში, თუმცა იგი გარეგნული მოწიწების ნიღაბქვეშ დამალულიყო. დაინახა რა, რომ რაღაც იდუმალი უბედურება ღრღნიდა მისი მსახურის გულს, მეფე ეკითხება ნეემიას: „რატომა გაქვს სახე სევდიანი, ავად ხომ არა ხარ? ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა სევდა გულისა?”ქიმ 179.2

    შეშინებული ნეემია ფიქრობს, ხომ არ განრისხდება მეფე, როცა გაიგებს, რომ იგი, თუმცა გარეგნულად დაკავებულია სამსახურეობრივი საქმეებით, აზრითა და გონებით მეფის კარისაგან ძალიან შორს იმყოფება, თავის ტანჯულ ხალხთან? ნუთუ გამოესალმება სიცოცხლეს თავისი უგერგილობის გამო? ნუთუ მის მიერ ასე ნალოლიავები გეგმა იერუსალიმის აღდგენისა ჩაიშლება? „და ძალზე შევშინდი”, - ამბობს იგი. მთრთოლვარე ხმითა და ცრემლით სავსე თვალებით ის უმხელს მეფეს თავისი წუხილის მიზეზს: ქალაქი, სადაც განისვენებენ მისი წინაპრები, გაჩანაგებულია და ჭიშკარი ცეცხლშია დამწვარი. გულისშემძვრელმა მოთხრობამ მონარქის თანაგრძნობა გამოიწვია და არ აღძრა მასში წარმართული ცრურწმენა; ის თავის ღვინისმწდეს კიდევ ერთ კითხვას უსვამს: „რას ითხოვ?”ქიმ 179.3

    მაგრამ ღვთისკაცი არ პასუხობს, ვიდრე არ ამოწურავს დახმარების მიღების შესაძლებლობას იმასთან, ვინც მეფე ართახშასთაზე უფრო მაღალია. ის ეუბნება: „მე ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე”. უფლისადმი აღვლენილი ჩუმი სათხოვარი არაფრით გამოირჩეოდა მის მიერ უკვე მრავალი კვირის განმავლობაში აღვლენილი ლოცვებისაგან: იმის შესახებ, რომ ღმერთს აესრულებინა მისი გულისწადილი და დახმარებოდა მისი მამების ქალაქის აღდგენაში. და ახლა, გამხნევებული იმით, რომ მას ჰყავს ყოვლისმცოდნე და ყოვლადძლიერი მეგობარი, რომელიც მისი ინტერესებისათვის მოქმედებს, ღვთისკაცი მშვიდად სთხოვს მეფეს გაათავისუფლოს რაღაც დროით თავისი მოვალეობების შესრულებისაგან, და მისცეს გაჩანაგებული იერუსალიმის აღდგენის უფლებამოსილება, რათა კვლავ ძლიერ და გამაგრებულ ქალაქად აქციოს იგი. ამ თხოვნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იუდას დედაქალაქისა და მთელი ერისათვის. „და მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის კეთილი ხელი იყო ჩემზე” - მოწმობს ნეემია.ქიმ 179.4

    ვიდრე ნეემია ღმერთს დახმარებას სთხოვდა, გულხელდაკრეფილი როდი იყო, რადგან როდი მიაჩნდა, რომ ამით მთავრდებოდა მისი მოვალეობა. კეთილგონიერებისა და წინდახედულობის წყალობით ნეემია წარმატებით შეუდგა ორგანიზაციულ სამზადისს, რის გარეშეც მისი საქმე წარმატებით ვერ დასრულდებოდა.ქიმ 179.5