Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ყველას შეუძლია, შეიცნოს მამა ღმერთი, 2 აგვისტო

    „ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია” (ეფეს. 2:8).ქიმ 217.1

    იესო ქრისტე ჩვენი სულიერი ქვაა... ის გვიცხადებს მამა ღმერთს... გონება უნდა მოემზადოს ქრისტეს საქმისა და სიტყვის საკადრისი შეფასებისათვის, რადგან ის ზეციდან მოვიდა, რათა გაეღვივებინა ჭეშმარიტების ძიების სურვილი და მიეცა სიცოცხლის პური ყველასათვის, ვისაც სულიერი ცოდნის შეძენა სწყურია. შთაგონებულმა სიტყვამ გვამცნო, რომ მისი მისია - ეს საწყალთათვის სახარების ქადაგება და უფლის შეწყალების წლის გამოცხადებაა. მისმა სიტყვამ გვახარა, რომ ის დაადგენს სამსჯავროს დედამიწაზე და რომ კუნძულები მის რჯულს დაენდობიან და ივლიან წარმართები მის სინათლეზე და მეფენი - მისი ამობრწყინების ნათელზე. ამ ტექსტებში ლაპარაკი იყო აღთქმის მომავალ მაცნეზე, სიმართლის ძეზე, რომელიც საჭირო ჟამს გაბრწყინდება ჩვენს წუთისოფელში.ქიმ 217.2

    ადამი და ევა ღმერთის ხატად შეიქმნა. მაგრამ სატანა დიდხანს შრომობდა, რათა მათში ღვთიური მსგავსება მოესპო. წმინდა წყვილი ცდუნებას დანებდა და ღმერთის ხატებაც წაიშალა. ქრისტემ მეორედ გაიღო ხელი ადამიანის საკეთილდღეოდ შრომისათვის. მას სურდა აღედგინა ადამიანები. და როცა დადგა სისრულის ჟამი, ღმერთმა თავისი ძე მოავლინა. ისმინე, ზეცავ და გაოცდი, მიწავ! ადამიანებს შორის ზეცის მიერ დანიშნული დამრიგებელი გამოჩნდა და ეს სხვა არავინაა, თუ არა თვით ძე უფლისა; მისი ღვთიურობა ადამიანის ბუნებით შეიმოსა.ქიმ 217.3

    ქრისტე მოვიდა არასრულყოფილ, ურჩობითა და ცოდვით შებილწულ წუთისოფელში სრულყოფილების გასაცხადებლად. მარადიული სიტყვა ადამიანის ხორცში მოვიდა და თან მოიტანა ყველანაირი მადლი, განკურნება და ქმედითობა; მან მოიტანა სიცოცხლის პური და თუ მივიღებთ მას, ის სიცოცხლის ხედ იქცევა ჩვენთვის. შთაგონებული სიტყვა გვეუბნება ამ მასწავლებელზე: „ვინაიდან მოსემ თქვა: ‘წინასწარმეტყველს, როგორიც მე ვარ, აღგიდგენთ თქვენი უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან. გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით. და მოხდება, რომ ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, მოიკვეთება ხალხიდან’”.ქიმ 217.4

    კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ შევიცნოთ ღმერთი, დღეს ყველასათვის სიკვდილსიცოცხლის კითხვად ქცეულა. წაიკითხეთ ქრისტეს ლოცვა მამისადმი. იგი შეიცავდა არა მარტო მნიშვნელოვან გაკვეთილს მოწაფეთათვის, არამედ ის წარმოითქვა მორწმუნეთა ყველა თაობის საკეთილდღეოდ, რომლებიც შთაგონებულ წმინდა წერილებს წაიკითხავენ. ის ლოცულობდა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. რადგან მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას ჩააბარე, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს”.ქიმ 217.5