Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სიკეთე ამარცხებს თავმოყვარეობას, 17 მაისი

    „და უთხრა თავის მსახურებს: თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით. არაფერი უთქვამს ნაბალისათვის, თავისი ქმრისათვის” (1 მეფ. 25:19).ქიმ 140.1

    უფლის სურვილია, რომ ცოლი სათანადო პატივისცემას გამოხატავდეს უფალში თავისი ქმრის მიმართ. აბიგაილის, ნაბალის ცოლის ხასიათში ქრისტიანული ქალურობის გამოვლინებას ვხედავთ, მაშინ როცა მისი ქმარი კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორი ზნეობრივი სიმახინჯით შეიძლება იყოს შეპყრობილი კაცი, რომელიც სატანას ემსახურება. როდესაც დავითი საულს გაურბოდა, ნაბალის მამულების სიახლოვეს დაბანაკდა და იცავდა მის ფარასა და მწყემსებს ძარცვისაგან. გაჭირვების ჟამს დავითმა მაცნეები გაუგზავნა ნაბალს და თავაზიანად სთხოვა სანოვაგე თავისი ხალხისათვის. ნაბალმა შეურაცხმყოფელი პასუხი გაუგზავნა დავითს, სიკეთეს ბოროტებით უპასუხა და უარი თქვა თავისი სიმდიდრის მცირე ნაწილის მოყვასისათვის გაღებაზე...ქიმ 140.2

    ნაბალმა ცილი დასწამა დავითსა და მის ხალხს, რითაც თავისი მომხვეჭელობისა და უმადურობის გამართლებას შეეცადა. მან დავითი და მისი მიმდევრები გაქცეულ მონებად მოიხსენია... ნაბალის ერთმა ახალგაზრდა მსახურმა იმის შიშით, რომ ნაბალის თავხედობის გამო მის სახლს უბედურება არ დასტყდომოდა თავს, ეს ამბავი ნაბალის ცოლს მიუტანა, რადგან იცოდა, რომ სულ სხვა სულის ადამიანი იყო იგი, ქმრისაგან ძალზე განსხვავებული და რომ ეს ქალი დიდი გონიერებით გამოირჩეოდა. მსახურმა ყველაფერი მოახსენა აბიგაილს იმის შესახებ, თუ რა რთული იყო მის ქმართან ურთიერთობა: „და ახლა აწონდაწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის ჩვენს ბატონსა და მთელს მის სახლს. თავად ხომ უგვანი კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება”.ქიმ 140.3

    აბიგაილი მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეღონა, რათა ნაბალის ცუდი საქციელის მძიმე შედეგები თავიდან აეცილებინა ყველასათვის. მან იცოდა, რომ ქმართან ლაპარაკი უშედეგო იქნებოდა, რადგან ის დასცინებდა და უკან არ დაიხევდა. ის მხოლოდ შეახსენებდა, რომ ისაა ბატონი, ქალი კი ცოლია და უნდა დაემორჩილოს მას, მხოლოდ მისი ბრძანება შეასრულოს... აბიგაილმა შეაგროვა უხვი სანოვაგე, რათა დავითის რისხვა დაეცხრო, რადგან დარწმუნებული იყო, რომ დავითს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი შეურაცხმყოფელი შურისგება...ქიმ 140.4

    ღმერთმა მოიწონა აბიგაილის ქცევა და შემდგომი გარემოებებისას კიდევ უფრო გამოვლინდა მისი კეთილშობილი სული და ხასიათი... დავითთან შეხვედრისას აბიგაილმა მოწიწება და პატივისცემა გამოავლინა მის მიმართ, ხატოვნად და წარმატებით ჩამოაყალიბა თავისი არგუმენტები. ქმრის თავხედობას არ ამართლებდა, მაგრამ მაინც შესთხოვდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას. მან გამოავლინა არა მხოლოდ თავისი კეთილგონიერება, არამედ ღვთისმოსაობაც; დავითის წინ იდგა ქალი, რომელმაც გამოიცნო დავითში უფლის საქმეები და გზები.ქიმ 140.5