Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გადავადებული, მაგრამ ჩაუმქრალი იმედი, 28 იანვარი

    „და როცა მოვიდა სისავსე ჟამისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე... რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო შვილობა” (გალ. 4:4, 5).ქიმ 30.1

    წინასწარმეტყველება მხსნელის მოსვლის შესახებ ადამიანებს ჯერ კიდევ ედემში მიეცათ. მოისმინეს რა ამ აღთქმის შესახებ, ადამსა და ევას იმედი მიეცათ მისი მალე აღსრულებისა. ამიტომ გაუხარდათ მათ ასე ძლიერ თავიანთი ვაჟის - პირმშოს დაბადება, რადგან ფიქრობდნენ, რომ სწორედ ის იქნებოდა მხსნელი. მაგრამ აღთქმის ასრულება ყოვნდებოდა. ისინი, ვინც პირველად გაიგონეს მის შესახებ, ისე მოკვდნენ, რომ არ ეღირსათ მისი აღსრულება. ხანოქის დღეებიდან მოყოლებული, აღთქმა გადაეცემოდა პატრიარქთა და წინასწარმეტყველთა მეშვეობით, ხალხს მესიის მოსვლის იმედს უსახავდა, მაგრამ გადიოდა დრო და იგი არ მოდიოდა. დანიელის წინასწარმეტყველებამ ნათელი მოჰფინა მისი მოსვლის ჟამს, მაგრამ ყველა როდი ჩასწვდა ამ გამოცხადების სიღრმეს. საუკუნე საუკუნეს მისდევდა, წინასწარმეტყველნი დადუმდნენ, ხოლო დამპყრობლები კვლავ მძიმე ტვირთად აწვნენ ისრაელს და ისიც მზად იყო ეღიარებინა: „ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდება” (ეზეკ. 12:22).ქიმ 30.2

    მაგრამ ვარსკვლავთა წინასწარგანსაზღვრულ გზაზე მუდმივი მოძრაობის მსგავსად, უფლის ზრახვებმა არ იცის არც აჩქარება და არც შეყოვნება. უდიდესი წყვდიადისა და ღუმლის კვამლის სიმბოლოებში გაუხსნა უფალმა აბრაამს სიმართლე ისრაელიანთა ეგვიპტეში მომავალი ტყვეობის შესახებ და განუცხადა, რომ ტყვეობა გაგრძელდებოდა „ოთხას წელს”, ხოლო „შემდგომ ამისა, დიდძალი მონებით გამოვლენ უკან” (დაბ. 15:14). და ამაოდ აღდგა მისი სიტყვების წინააღმდეგ ფარაონის ამაყი სამეფო მთელი თავისი ძალით. „სწორედ იმ დღეს”, უფლის აღთქმის თანახმად, „გამოვიდა უფლის მთელი მხედრობა ეგვიპტიდან” (გამ. 12:41). ზეციურ საკრებულოში განისაზღვრა ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის დროც. და როდესაც გასრულდა ჟამი, ბეთლემში დაიბადა იესო.ქიმ 30.3

    „და როცა მოვიდა სისავსე ჟამისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე”. უფლის ხელი ხელმძღვანელობდა თავისი ხალხის მოძრაობას და ადამიანურ ვნებათაღელვას და მათ ყოველ მოქმედებას მანამ, სანამ წუთისოფელი არ იქნა მომზადებული მაცხოვრის მოსვლისათვის. მთელი ერი გაერთიანდა ერთი მმართველობის ქვეშ. ძირითადად ერთი ენა იყო ფართოდ გავრცელებული და მიღებული ლიტერატურულ ენად. მეზობელ ქვეყნებში გაფანტული იუდეველები ჩამოდიოდნენ იერუსალიმში ყოველწლიურ დღესასწაულებზე, ხოლო შინ დაბრუნებისას ავრცელებდნენ თავიანთ ქვეყნებში ამბავს მესიის მოსვლის შესახებ...ქიმ 30.4

    მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ცოტას ესმოდა ქრისტეს მისიის არსი, ყველგან ელოდნენ ძლიერ მმართველს, რომელიც დაამყარებდა თავის სამეფოს ისრაელში და გაათავისუფლებდა თავის ხალხს.ქიმ 30.5