Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტეს საზეიმო მიღება ცაში, 13 ოქტომბერი

    „მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თავები თქვენი, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა!” (ფსალმ. 23:9).ქიმ 289.1

    ქრისტეს სურდა მასთან მისულიყვნენ შეწუხებული, დამძიმებული და დაქანცული ადამიანები, რომ მათთვის ებოძა სიხარული და მშვიდობა, რასაც ისინი სხვაგან ვერ ჰპოვებდნენ. ყველაზე მოურჯულებელი ცოდვილები მასში იწვევდნენ ღრმა, ჭეშმარიტ ცნობისწადილს; ეცოდებოდა და უყვარდა ისინი. მაგრამ როცა მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ადამიანური თანაგრძნობა, უდიდესი გამოცდის და უძლიერესი ცდუნების ჟამს, ყველაზე ერთგულმა მოწაფეებმა მიატოვეს. იგი ნამდვილად იძულებული გახდა მარტო ეტვირთა განსაცდელი და კაცთაგან არავინ იყო მის გვერდით. მას გარს ერტყა განდგომილობის ატმოსფერო. ყოველი მხრიდან ესმოდა დაცინვა, აბუჩად აგდება და ღვთის გმობა. მაშ, რაღა ელოდათ მის მოწაფეებს, დარჩენილთ იმ წუთისოფელში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ძეს ვერ იტანდა?..ქიმ 289.2

    ქრისტეს სამუშაო მაშინ დასრულდა, როცა ჯვარზე დალია სული შეძახილით: „აღსრულდა!” გზა გაიხსნა; ფარდა გაიხა ორად. ახლა ცოდვილთ შეეძლოთ ღმერთთან მიახლოება მსხვერპლშეწირვისა და მღვდელმსახურების გარეშე. თვით ქრისტე მარადიული მღვდელმთავარი იყო მელქიცედეკის წესით. ცა მისი სახლი იყო. იგი მოვიდა წუთისოფელში მამის საჩვენებლად. მისი სამუშაო დამცირებისა და ბრძოლის ველზე დასრულდა. იგი ცად ამაღლდა და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ...ქიმ 289.3

    იოსების სამარხში იგი შეიმოსა უკვდავების სამოსელით, შემდეგ საკმაოდ დიდხანს დაჰყო წუთისოფელში, რათა გაეფანტა ეჭვები თავისი მკვდრეთით აღდგომის მიმართ... ის აღდგა მკვდრეთით, რათა თავის მოწაფეებთან გაეტარებინა დრო და მომზადებულიყო ცად ამაღლებისათვის, სადაც იგი უნდა განდიდებულიყო მთელი სამყაროს წინაშე...ქიმ 289.4

    მთელი ცა მოუთმენლად ელოდა ურჯულოების წყევლით დაღდასმულ წუთისოფელში ღვთის ძის ყოფნის დასრულებას. იგი ამაღლდა ზეთისხილის მთიდან ანგელოზთა ღრუბელში; მათ საზეიმოდ გააცილეს ღვთის ქალაქისაკენ... რა განსხვავებულად მიიღეს ქრისტე ცაში და წუთისოფელში!.. ცაში არ არსებობს ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებული მწუხარება და ტანჯვა, არ არიან მოღუშული მღვდლები, რომლებიც ცდილობენ გამოეკიდონ მის რომელიმე სიტყვას, რათა მცდარად ახსნან იგი და მიეცეთ მისი შეწუხების, ლანძღვის, შეურაცხყოფის, აბუჩად აგდების და დაცინვის საშუალება...ქიმ 289.5

    ქრისტეს დიდება და სიდიადე პირდაპირპროპორციული იყო მისი დამცირებისა და ტანჯვისა. მან შეძლო, გამხდარიყო მხსნელი და გამომსყიდველი, ოღონდ თავდაპირველად მსხვერპლი შეიქნა.ქიმ 289.6