Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ყველამ უნდა ვიცოდეთ საკუთარი სისუსტეები, 25 სექტემბერი

    „თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები” (ლუკ. 22:31, 32).ქიმ 271.1

    სატანა მუდმივად იჭრება ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობაში. იგი ყოველთვის ცდილობს ადამიანს გამოათქმევინოს საკუთარი აზრი ღვთის სიტყვის სანაცვლოდ...ქიმ 271.2

    პეტრე ვერც კი წარმოიდგენდა, რაოდენ სუსტი ყოფილა! მას არ ესმოდა, რომ ხელმძღვანელობს გარეშე სულის მითითებით, როცა ცდილობს გააქარწყლოს ქრისტეს საზეიმო სიტყვები, რომლებითაც მან მოწაფეებს წარმოუჩინა ტანჯვითა და მწუხარებით აღსავსე თავისი და მათი მომავალი. ქრისტეს ესმოდა - თუ პეტრე სულით არ განახლდება, ვერ გადაიტანს საშინელ განსაცდელს, როცა იხილავს უფლის განკიცხვას, დამცირებას, გმობასა და სიკვდილს. მოძღვრის გაფრთხილებას პეტრემ უპასუხა: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც. ხოლო მან [იესომ] თქვა: შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ.”ქიმ 271.3

    ჩვენ ვხედავთ, როგორ ტყუვდება ადამიანის ბუნება, რა ადვილია მისი დაბნევა, რადგან ადამიანები ნებას რთავენ სატანას შეიჭრას იესოსა და ადამიანის ურთიერთობაში. ქრისტე წარმოთქვამს სიძლიერით აღსავსე სიტყვებს: „განვედ, სატანავ”. „მომეცი საშუალება, მივუახლოვდე ჩემს მსახურებს, რათა ისინი არ დამარცხდნენ, რათა მათ სჯეროდეთ ჩემი, და არა მატყუარათა, სიტყვების, რამეთუ ჩემი სიტყვები ჭეშმარიტება და სიმართლეა...”ქიმ 271.4

    იესო ქრისტეს მიერ ცეცხლიდან გამოტაცებული ღვთის შვილები შეიგნებენ ცოდვას და მორჩილნი და დარცხვენილნი არიან. ღმერთი ხედავს და აღიარებს მათ მონანიებას, აღნიშნავს, რომ სწუხან ცოდვათა გამო, რომელთაც თავისით ვერ ერევიან და ვერ იშორებენ. მაგრამ როდესაც ისინი ლოცულობენ, უფალს ესმის მათი ლოცვები და ამისათვის სატანა ყოველნაირად ეწინააღმდეგება ქრისტეს... იგი დგება მომნანიებელ, მორწმუნე ადამიანსა და ქრისტეს შორის. მას სურს ამ ადამიანს მიაყენოს თავისი ჯოჯოხეთური ჩრდილი, შეასუსტოს რწმენა და გააქარწყლოს ღვთის სიტყვები...ქიმ 271.5

    თუ სატანა დგება სულსა და იესო ქრისტეს შორის, ჩრდილავს ქრისტეს სიყვარულს, აღიარებასა და მიტევების უნარს. მამაკაცები და დედაკაცები მალავენ სიმახინჯესა და ცოდვას, ქრისტეს კი სურს მას წარუდგნენ ნამდვილი სახით და ირწმუნონ იგი, როგორც პირადი მხსნელი. მიმტევებელი მამა ნაზი სიყვარულით სთავაზობს თავის საუკეთესო სამოსელს და მზადაა შემოსოს მასთან დაბრუნებული ვაჟი ან ასული.ქიმ 271.6