Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ისწრაფვოდეთ ქრისტესკენ, 15 თებერვალი

    „ვინაიდან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით” (ეფეს. 5:8).ქიმ 48.1

    რას ფიქრობთ ქრისტეზე? რას ნიშნავს ის პირადად თქვენთვის? მთელ რწმენას მასში მოუყარეთ თავი, როგორც თქვენს გამომსყიდველში? გწამთ თუ არა, რომ ის გიცავთ ცოდვისაგან და თავის სიმართლეს გაზიარებთ?ქიმ 48.2

    „განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები”. ადამიანებს არ სურთ სინათლისკენ სიარული, რადგან ეშინიათ, რომ გამოჩნდება მათი ბნელი საქმეები. ბევრს სწორედ ასეთი პოზიცია უკავია, მათი სახელები აღნიშნულია ეკლესიის წიგნებში, ისინი იცავენ დაწესებულ რიტუალებს, მაგრამ არ უყვართ ჭეშმარიტება. ისინი კმაყოფილდებიან იმით, რომ დგანან კართან და არ ცდილობენ შეაღწიონ ქრისტესთან, რათა მასთან ერთად გაიზიარონ მისი მეფური ცხოვრების დიდება. მათი ხასიათი ჭეშმარიტებას ჰარმონიულად არ ერწყმის. მათ არ აქვთ რწმენა, რომელიც სიყვარულით მოქმედებს და განწმენდს სულს. ბოროტი ენები, ბოროტი ეჭვები, უღირსი საქციელი მათი ცხოვრების გზას ბნელ ჩრდილად ეფინება. მათი რწმენა კი სირცხვილის ჩრდილქვეშ ექცევა და მათ ეჩვენებათ, თითქოს ქრისტესთან გაყრილი არიან. მათ სინდისში შხამია, ხოლო ცხოვრებაში - განკითხვა. მათ უჩნდებათ ღმერთისაგან დამალვის სურვილი. ნათელი ეწვია წუთისოფელს, მაგრამ მათ წყვდიადი უფრო უყვართ, ვიდრე სინათლე, რადგან ბოროტია მათი საქმეები...ქიმ 48.3

    დადგა დრო, როცა ქრისტეს რწმენა მართლაც პასუხობს ჩვენს მარადიულ ინტერესებს... ის უფლის კრავია, რომელიც თავის თავზე ქვეყნიერების ცოდვებს იღებს, ის ამბობს, რომ თავის კანონს ჩვენს გულებზე დაწერს. მათში, ვინც მასთან რწმენით მიდის, ის წარმოაჩენს სიწმინდის ღვთიურ პრინციპს, რომელიც გაბატონდება სულში, გაანათლებს გონებას და დაატყვევებს გრძნობებს...ქიმ 48.4

    „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს” (მათ. 11:28-29). რა მშვენიერი მოწვევაა! სწორედ ასე მიმართა ღმერთმა ხანოქს მანამ, სანამ წარღვნით განადგურდებოდა ქვეყანა... ქრისტე იყო ხანოქის მხსნელი ისევე, როგორც ჩვენი მხსნელია დღეს, მისი ძალით სრულყო ხანოქმა ქრისტიანული ხასიათი, იმ მზაკვარი საუკუნის გარყვნილების მიუხედავად.ქიმ 48.5

    ხმამ, რომელმაც მოგვცა იმის იმედი, რომ მასთან მოსიარულე არ ივლის წყვდიადში, იგივე სიტყვები ხანოქს უთხრა და დაარწმუნა იგი, რომ თუ ის მიჰყვება მხსნელს, არ ივლის უმეცრების წყვდიადში.ქიმ 48.6

    უფალი არიგებდა ხანოქს და თავის გუშაგად აქცია. ხანოქი ღმერთის ერთგული მოწმე იყო და აფრთხილებდა ძველი მსოფლიოს მკვიდრთ, არ გაჰყოლოდნენ კაენის თაყვანისმცემელთა მაგალითს, არამედ ემსახურათ ცოცხალი ღმერთისათვის.ქიმ 48.7