Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტეს მიერ ჩვენს გამოსასყიდად გაწეული შრომის აღწერა, 4 ნოემბერი

    „გაიმარჯვა ლომმა, იუდას ტომიდან... უხუცესთა შორის იდგა კრავი, როგორც დაკლული” (გამოცხ. 5:5, 6).ქიმ 311.1

    მაცხოვარი გამოეცხადა იოანეს სიმბოლოებში: „ლომი იუდას ტომიდან”, „კრავი, როგორც დაკლული”. ისინი აცხადებენ გამოსყიდვის მთელ სამუშაოს. ამ სიმბოლოებით გამოხატულია ყოვლისშემძლე ძალისა და თავდადებული სიყვარულის კავშირი. როგორც ლომი იუდას ტომიდან, ქრისტე დაიცავს რჩეულთ და გაამარჯვებინებს, რადგან იგია „ღვთის კრავი, რომელმაც აიღო სოფლის ცოდვა”. ქრისტე, დაკლული კრავი, მოძულებული და უარყოფილი, სატანის მძვინვარების, ადამიანთა ბოროტებისა და სისასტიკის მსხვერპლი! რა ნაზ თანაგრძნობას განიცდის იგი წუთისოფლის ხალხის მიმართ! ლომი იუდას ტომიდან თავისი ხალხის გადასარჩენად გამოიყენებს ძალას და დიდებას. და ეს ძალა და დიდება ღვთის კრავის დამცირებისა და მსხვერპლის უსასრულო სიღრმეების თანაზომიერი იქნება.ქიმ 311.2

    იოანეს გამოეცხადა მომავლის დიადი მოვლენები, რომლებმაც უნდა შეარყიოს სამეფო ტახტები და შიშის ზარი დასცეს ყველა მიწიერ ხელისუფლებას. იგი ხედავდა ყველა მიწიერი მოვლენის დასასრულს, მეფეთ მეფის გამეფებას, რომლის სამეფოს არ ექნება დასასრული... ხედავდა, როგორ მიიღო ქრისტემ ზეციურ მხედრობათა აღტაცებული თაყვანისცემა და ესმოდა აღთქმა, რომ რა მწუხარებაც არ უნდა შეემთხვეს ღვთის შვილებს, გაიმარჯვებენ იმის წყალობით, ვინც ისინი შეიყვარა, თუკი მოთმინებით გადაიტანენ თავზე დატეხილ უბედურებებს...ქიმ 311.3

    ახლა იოანე მზად იყო, ეხილა ღვთის მცნებების დამცველთა და რჯულის უარმყოფელთა დიადი დაპირისპირების ამაღელვებელი სურათები. იგი ხედავდა, როგორ იქმნებოდა ძალაუფლება, რომელიც საოცრებებს ახდენდა. ეს ძალა მოატყუებს დედამიწის ყველა მცხოვრებს, რომელსაც ღმერთთან ცოცხალი კავშირი არა აქვს, „ეუბნებოდა მიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და რომელიც გაცოცხლდა”...ქიმ 311.4

    ვინც ერთგული და ჭეშმარიტია, ვინც ცის მეუფის მტერ მიწიერ მმართველთა ნებას არ უშინდება, მათზე გამოცხადების ავტორი ამბობს: „აქაა წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას”. ეს გაკვეთილი ჩვენთვის სასიკეთოა. უნდა გვწამდეს და ღვთის იმედი გვქონდეს, რადგან გველის ჟამი ყოველი ადამიანის გამოცდისა. ზეთისხილის მთაზე ქრისტემ აღწერა სამსჯავროები, რომლებიც მის მეორედ მოსვლამდე მოხდება... თუმცა ეს წინასწარმეტყველებანი ნაწილობრივ აღსრულდა იერუსალიმის დანგრევის დროს, ისინი უშუალოდ ბოლო ჟამს ეხება.ქიმ 311.5