Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთისადმი სიყვარულით მასში უსაფრთხოებას ვიძენთ, 24 მარტი

    „თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს” (ფსალმ. 26:3).ქიმ 86.1

    დიდი აღტკინებითა და მოუთმენლობით უნდა გვსურდეს, გამოვუცხადოთ მთელ ქვეყნიერებას, რომ ჩვენ არ ვეკუთვნით საკუთარ თავს, არამედ ვართ მისი საკუთრება, ვინც შეგვიძინა უსაზღვროდ დიდ ფასად. დაე, იცოდეს ყველამ, თქვენ არა მხოლოდ მოვალეობის გრძნობისა გამო, არამედ საკუთარი ნებით მტკიცედ მიისწრაფით მის განსადიდებლად საკუთარ სხეულებსა და სულებში, რაც თავადაც ღვთის არსია. დაე, ამგვარი დიდებული სიყვარული იყოს პირობა ქრისტეს აღმსარებლობისა არა მარტო ბაგეებით, არამედ მთელი თქვენი ცხოვრებით; დაე, გამოგეღოთ ნაყოფი უფლის სადიდებლად.ქიმ 86.2

    ჩვენ მტრის მიწაზე მივაბიჯებთ. მტრები გარს გვერტყმიან, ცდილობენ, ჩვენს წინსვლას შეუშალონ ხელი. მათ სძულთ ღმერთი და ყველა მისი მიმდევარი, მისი სახელის მატარებელი. მაგრამ ჩვენი მტრები ღმერთის მტრებიც არიან; თუმც ვერაგნი და ძლიერნი არიან, ჩვენი ხსნის ბელადს, ჩვენს წინამძღოლს შესწევს მათი დამარცხების ძალა. როგორც მზე ფანტავს ღრუბლებს თავის გზაზე, ასევე სიმართლის მზე აგვაშორებს ყოველივეს, რაც ხელს უშლის ჩვენს ზრდას. სწორედ ეს გვამხნევებს, როცა ვუცქერთ უხილავს, რათა სულით არ დავეცეთ და არ შეგვიპყროს სასოწარკვეთამ ჩვენი ცხოვრების გზაზე.ქიმ 86.3

    ჩვენ ჭეშმარიტად შეგვიძლია ვთქვათ: უფლის გვერდით დგომა ჩვენი უსაფრთხოებაა, ჩვენი მონაპოვარია, ჩვენი დიდება და სიხარულია. ვლოცულობთ თუ არა იმაზე, რათა ქრისტემ ჩვენთან ერთად იაროს და სუფევდეს ჩვენს გვერდით? თუკი ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს გარეშე ცხოვრება, ის უჩვენოდ იცხოვრებს უკეთეს სამყაროში. მაგრამ თუ მას მივმართავთ ცოცხალი რწმენის მეშვეობით და ვიტყვით იაკობთან ერთად: ხელს „არ გაგიშვებ”, თუ შევევედრებით: „ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს”, მაშინ უნდა გვქონდეს მისი აღთქმის იმედი: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.ქიმ 86.4

    ჩვენ უფლება არა გვაქვს ამ ცხოვრებაში არ მივისწრაფოდეთ დიადი ხსნისაკენ, რომელიც შემოთავაზებული გვაქვს შეღავათიანი პირობებით. ღმერთის, როგორც ჩვენი მამის მოთხოვნათა ცოდნა დაგვეხმარება იმაში, რომ არ შეურაცხვყოთ იგი. ჩვენ გაგვიჩნდება ძლიერი სურვილი იმისა, რომ ვასიამოვნოთ ღმერთს, მოვიგოთ მისი გული. როგორც მისმა შვილებმა მის ნათელში უნდა ვიაროთ, ვიცხოვროთ ღირსეულად, რადგან ღმერთი გვიხმობს დიდებით თავის უხრწნად სამეფოში.ქიმ 86.5

    წაგვიკითხავს ერთი კეთილშობილი მთავრის შესახებ, რომელიც გულის ჯიბით მამის სურათს ატარებდა და როდესაც მას მამის დავიწყების საფრთხე ელოდა, იგი იღებდა სურათს, აკვირდებოდა მის სახეს და ამბობდა: „არაფერს გავაკეთებ, რაც შეურაცხყოფს ასეთ შესანიშნავ მამას”. ღმერთი გვიყენებს გარკვეულ მოთხოვნებს ჩვენ, როგორც ქრისტიანებს და ამის დავიწყება არასოდეს შეიძლება.ქიმ 86.6

    უფლის ხალხს ეწოდა გვირგვინი, დიადემა. სატანას უფლის საგანძურის გატაცება სურს, მაგრამ ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ სატანა ვერ ჩაიგდებს მას ხელში. სანამ ჩვენს გულში ღმერთის შეუბღალავი სასოება ცოცხლობს, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება და მტრის ვერანაირი ხრიკი და სიცრუე ვერაფერს გვავნებს.ქიმ 86.7