Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გამოცხადება კვლევისთვის გახსნილი წიგნია, 2 ნოემბერი

    „ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის შემნახველი, რადგან ახლოა ჟამი” (გამოცხ. 1:3).ქიმ 309.1

    ბევრი ქრისტიანი და სხვა რჯულის ხალხი ფიქრობს, რომ გამოცხადება ბეჭდით დაბეჭდილი წიგნია, ამიტომ უაზრობაა მასზე დროის კარგვა და საიდუმლოებებში წვდომა. ისინი თვლიან, რომ გამუდმებით უნდა უღრმავდებოდნენ ხსნის სასწაულებს, ხოლო პატმოსზე იოანესთვის გამხელილი საიდუმლოებანი დიდ ყურადღებას არ იმსახურებს.ქიმ 309.2

    მაგრამ ღმერთი აპოკალიფსს ასე არ უყურებს. იგი ამბობს: „მე ვამოწმებ ყველასათვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს. თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი”...ქიმ 309.3

    უფალმა თავის მორჩილ იოანეს გაუხსნა გამოცხადების წიგნის საიდუმლოებანი. სურს ყველასათვის გახსნილი იყოს და ყველამ შეისწავლოს იგი. ამ წიგნში აღწერილია წარსულის მოვლენები, აგრეთვე დღევანდელი წუთისოფლის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელთაც წარუვალი მნიშვნელობა აქვთ. სხვა წინასწარმეტყველებანი შესრულდება მხოლოდ უკანასკნელ ჟამს, როცა მოხდება საბოლოო და დიადი შეტაკება ბნელეთის ძალებსა და ზეციურ მთავარს შორის...ქიმ 309.4

    მალე ბევრი წინასწარმეტყველება ზედიზედ და სწრაფად შესრულდება. ძალაუფლების მქონენი ბეჯითად შეუდგებიან საქმეს. გარდასული ისტორია განმეორდება, ძველი კამათი ახალი ძალით განახლდება და ღვთის შვილებს ყოველი მხრიდან დაემუქრებათ საშიშროება. დაუოკებელი მზარდი ენერგია დაეუფლება ადამიანებს. ისინი გააათმაგებენ მონდომებას. მაგრამ რისთვის? თამაშისა და გართობისათვის. ადამიანები ცდილობენ დაწინაურდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ყოველდღიური, წარმავალი საქმეები იქცევს მათ ყურადღებას და ამიტომ ვერც კი ფიქრობენ სამარადისო მნიშვნელობის საკითხებზე.ქიმ 309.5

    ენერგიული, მონდომებული და შეუპოვარი ადამიანები ღვთით ბოძებულ ნიჭს უკავშირებენ სატანურ დესპოტიზმს, რათა ღვთის რჯული გაუქმებულად გამოაცხადონ. ყველა ჯურის მატყუარა სათავისოდ მიიჩნევს ჭეშმარიტებასა და დაწინაურებულ მდგომარეობას და ადამიანები აღამაღლებენ ყოველდღიურსა და უწმინდურს ნაცვლად ჭეშმარიტისა და წმინდისა. სიყალბეს მიიღებენ, ხოლო სიწმინდის ჭეშმარიტ საზომს უარყოფენ, მსგავსად ადამ და ევასი, რომლებმაც უარყვეს ღვთის სიტყვა და აირჩიეს სატანური სიცრუე.ქიმ 309.6