Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესო მოგვცემს ძალას, რათა გავიმარჯვოთ, 7 ოქტომბერი

    „გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე” (გამოცხ. 3:21).ქიმ 283.1

    სატანა იბრძვის სულთა მოსაპოვებლად. იგი სატანურ ჩრდილს აფენს ჩვენი ცხოვრების გზას... განუდექით მას და მზერა მიაპყარით მხსნელს. რად არ გადალახავთ რწმენით ამ ჩრდილს და არ ისწრაფვით ქრისტესკენ? მან დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა თავის მიმდევრებს. იგი გასწავლით, რომ სატანა უფლებას აცხადებს ყოველ ადამიანზე, რომელსაც არ სურს მის საქმეში მონაწილეობა.ქიმ 283.2

    სატანამ დაუდო დასაბამი სიკვდილს. რა მოიმოქმედა ქრისტემ მას შემდეგ, რაც მიაღწია სატანის სასიკვდილო განაჩენს? ქრისტეს ბოლო სიტყვა ჯვარზე სიკვდილამდე იყო: „აღსრულდა!” (იოან. 19:30). ეშმაკი მიხვდა, რომ ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინა. ჯვარზე სიკვდილით ქრისტემ სატანას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და გზა გაუხსნა უკვდავებას.ქიმ 283.3

    რა მოიმოქმედა ქრისტემ აღდგომის შემდეგ? მან ჩაიბარა ძალაუფლება და ხელში აიღო კვერთხი. მან გახსნა სამარხები და გამოიყვანა მრავალი ტყვე და ამით დაამოწმა წუთისოფლის მცხოვრებლების, ყველა ქმნილების წინაშე, რომ სიკვდილზე ძალაუფლების მქონეა; მან იხსნა სამარხის ტყვეები.ქიმ 283.4

    ვინც ქრისტე იწამა, ყველა არ აღმდგარა მაშინ. ეს იყო მხოლოდ მომავალი მოვლენის პირველსახე, რათა ვიცოდეთ, რომ სიკვდილი და სამარხი ვერ დააკავებს ტყვეებს, რადგან ქრისტემ ისინი წაიყვანა ცაში. და როცა იგი კვლავ მოვა ძალმოსილებით და დიდებით, გახსნის სამარხებს. საპყრობილეთა კარი გაიღება, მკვდრები გამოვლენ, რათა ჰპოვონ დიდებით აღსავსე უკვდავება.ქიმ 283.5

    ეს მონაპოვარია, რომელიც ქრისტემ თან წაიღო და წარუდგინა მთელ ზეცას და შექმნილ სამყაროებს. ახლა არავინ ოდნავადაც კი არ თანაუგრძნობდა ლუციფერს, რომელიც ოდესღაც მფარველი ქერუბიმი იყო. ღმერთმა თავისი ხასიათის გამომჟღავნების საშუალება მისცა. ეს რომ არა, ზოგი სამართლიანად მიიჩნევდა ლუციფერის ბრალდებას ღვთის მიმართ, თითქოს მას არავითარი შანსი არ მიეცა.ქიმ 283.6

    სიცოცხლის მთავარი და ბნელეთის მთავარი ერთმანეთს შეებრძოლნენ. სიცოცხლის მთავარმა გაიმარჯვა უსასრულო მსხვერპლის ფასად. მისი გამარჯვება ნიშნავს ჩვენს ხსნას... ნუთუ მაცხოვარს არ მოუხდა არაფრის გადალახვა? განა იგი არ ებრძოდა შეუპოვრად ბნელეთის მთავარს, სანამ არ გაიმარჯვა? შემდეგ იესომ მთელი სამუშაო დააკისრა თავის მიმდევრებს და ჩვენც მოგვიწევს დიდი ჯაფა.ქიმ 283.7