Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ხანოქი იცავდა უფლის კანონს, 14 თებერვალი

    „და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო” (დაბ. 6:5).ქიმ 47.1

    ღმერთს დედამიწაზე გაუჩნდა ეკლესია, როდესაც ადამმა, ევამ და აბელმა სიხარულით მიიღეს და მიესალმნენ კეთილ ცნობას იმის შესახებ, რომ იესო მათი გამომსყიდველია. მათ მაშინ და ისეთივე სისრულით, როგორითაც დღეს ჩვენ, გააცნობიერეს ღმერთის აღთქმა და მისი ყოფნა მათ შორის. ყოველთვის, როცა ხანოქი იპოვიდა მისი მოსმენის მსურველ ერთორ კაცს, იესო უერთდებოდა მათ ღმერთისადმი ერთობლივი თაყვანისცემისას. უფალი არასოდეს ტოვებდა თავის გარეშე მცირერიცხოვან ერთგულ შვილებს, წუთისოფელს კი - მოწმობის გარეშე.ქიმ 47.2

    ხანოქი თავის საუკუნეში ჭეშმარიტების საზოგადოებრივი მასწავლებელი იყო. ის ასწავლიდა ჭეშმარიტებას და ცხოვრობდა ჭეშმარიტებაში; და ღმერთთან მოსიარულე მასწავლებლის ხასიათი სრულ ჰარმონიაში იყო მისი მისიის დიდებულებასა და სიწმინდესთან. ხანოქი წინასწარმეტყველი იყო, რადგანაც სულიწმიდის ძალით ლაპარაკობდა. ის სინათლე იყო ზნეობრივ წყვდიადში მანათობელი... კაცი, რომელიც ღმერთთან დადიოდა და უფლის კანონის მორჩილი იყო. იმ კანონისა, რომლის შესრულებაზეც სატანამ უარი განაცხადა; რომელიც დაარღვია ადამმა, მაგრამ რომელსაც ემორჩილებოდა აბელი, რის გამოც მოკლული იქნა. და ახლა ღმერთს სურდა სამყაროსათვის ეჩვენებინა სატანის ბრალდების სიცრუე, რომლის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ უფლის კანონის აღსრულება. მას უნდოდა ისიც ეჩვენებინა, რომ, თუმცა ადამიანებმა შესცოდეს, მათ მაინც შეუძლიათ ღმერთთან ისეთი ურთიერთობების დამყარება, რომ მათში უფლის გონება და სული იყოს და რომ ისინი ქრისტეს ღირსეული წარმომადგენლები, მისი განსახიერება იყვნენ. ეს წმინდა კაცი ღმერთმა აირჩია, რათა განესაჯა წუთისოფლის უწმინდურება და დაემტკიცებინა მისთვის, რომ ადამიანს ძალუძს უფლის კანონის მთლიანად აღსრულება...ქიმ 47.3

    ხანოქი ღმერთთან დადიოდა, მაშინ როცა მის თანამედროვე წუთისოფელზე წმინდა ისტორია გვამცნობს შემდეგს: „და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე, და მისი გულის ყოველი წადილი მუდამ მხოლოდ ბოროტება იყო”. ხანოქის მართალი ცხოვრება ძლიერ განსხვავდებოდა მის ირგვლივ მცხოვრებ ცოდვილთა ცხოვრებისაგან. მისი ღვთისმოშიში, სუფთა, მოუსყიდელი პატიოსნება ღმერთთან მისი ცხოვრების შედეგი იყო, მაშინ როცა წუთისოფლის უღირსი მდგომარეობა აიხსნებოდა იმით, რომ იგი დიდი მატყუარის გზას დაადგა...ქიმ 47.4

    ხანოქი სანიმუშო კაცი იყო, მაგრამ არსად აქებენ და განადიდებენ მას; ის უბრალოდ აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც შეეძლო ადამის ყველა ძესა თუ ასულს.ქიმ 47.5