Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, 20 დეკემბერი

    „ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი - ღვთის ყანა და ღვთის შენობა” (1 კორ. 3:9).ქიმ 357.1

    ეკლესიის ისტორიაში არასოდეს მოხდება, რომ ღვთისმსახურებმა გულხელი დაიკრიფონ, მოდუნდნენ და თქვან: „ყველგან სუფევს მშვიდობა და უსაფრთხოება”. მაშინ მათ ელის დაღუპვა. მოჩვენებითი კეთილდღეობა უეცრად შეიძლება დაირღვეს - სატანა ფხიზლობს. თავის ბოროტ ანგელოზებთან ერთად იგი ეძებს თავდასხმის ახალ ხერხს, რომელმაც შესაძლოა წარმატება მოუტანოს. სატანის წინააღმდეგობა სულ უფრო მკაცრდება, რადგან მას ამოძრავებს ქვესკნელიდან ამომავალი ძალა.ქიმ 357.2

    ღვთის ტახტიდან მომავალი ძალით შთაგონებული ღვთის ხალხი ენერგიულად მიიწევს წინ, ეკლესიაში აღმართავს ღვთის სიმართლის დროშას და სულ უფრო ძლიერდება და გადამწყვეტი ხდება დიადი ბრძოლა. ერთმანეთს შეეჯახება სხვადასხვა ადამიანთა აზრები, გეგმები; ზეციური წარმომავლობის პრინციპები დაუპირისპირდება სატანურს. ჭეშმარიტების ნებისმიერი გამოვლენა შეეჯახება სხვადასხვაგვარ და ძლიერ სიცრუეს, რომელიც ცდილობს რჩეულნიც კი შეაცდინოს...ქიმ 357.3

    ამჟამად შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს მოცემული დროისათვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებანი და დავიწყოთ რაიმე ახლის, არაჩვეულებრივისა და მომხიბლავის ძიება. რჩეული წარმომადგენლების საშუალებით სულიწმიდა ამხელს მრავალ ადამიანს, რომლებსაც არ სურთ გამოსწორება, მათ გულში იბუდებს ღვარძლი მძიმე ტვირთის მზიდავ უფლის მორჩილთა წინააღმდეგ... მათ არ გააჩნიათ ზნეობრივი სიმამაცე, რათა განსაკუთრებით სასარგებლო რამ მოიმოქმედონ. ისინი ვერ ხედავენ რეფორმის აუცილებლობას, ამიტომ უარყოფენ ღვთის სიტყვას და სძულთ მათი მამხილებელნი. სწორედ უფლის დამოძღვრის უარყოფა აძლევს სატანას საშუალებას გამოუსწორებელი ადამიანები გადააქციოს სიმართლის მთქმელთა უბოროტეს მტრად.ქიმ 357.4

    ჩვენ ბეჯითად უნდა ვიშრომოთ. არ გვაქვს უფლება ვებრძოლოთ ქარის წისქვილებს. სახარებისეულ მსახურებას, კათედრას და პრესას სჭირდება ქალებ იეფუნეს ძის მსგავსი ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ შრომისა და შემოქმედების უნარი, სულიერი თვალებით შეუცდომლად განასხვავებენ ჭეშმარიტებას ცდომილებისაგან. ყური მიპყრობილი აქვთ, რათა გაიგონ ერთგული მცველის სიტყვები. და ღვთის ტახტიდან გამომავალი სული გვამცნობს თავის შესახებ გადაშენებულ ქრისტიანობასა და გახრწნილ წუთისოფელში, რომელიც მალე განადგურდება შეურაცხყოფილი ღმერთის დიდი ხნით გადადებული სამსჯავროებით.ქიმ 357.5