Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ამჟამად დანიელის წიგნი გახსნილია კვლევისთვის, 24 ნოემბერი

    „შენ კი, დანიელ, დაფარე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალი დაიწყებს ძიებას და იმატებს ცოდნა” (დან. 12:4).ქიმ 331.1

    გულმოდგინედ შევისწავლოთ ღვთის სიტყვა; დანიელის წიგნი და გამოცხადება ყველაზე საყურადღებოა იმ წიგნებს შორის, რაც მთელი მუშაობის განმავლობაში შეგვხვედრია. შეიძლება ნაკლები ყურადღება მივაქციოთ სხვა საკითხებს, ნაკლები ვილაპარაკოთ რომის ძალაუფლებაზე, პაპზე, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რასაც სულიწმიდის მიერ აღძრული წინასწარმეტყველები და მოციქულები წარმოთქვამდნენ...ქიმ 331.2

    წაიკითხეთ დანიელის წიგნი. ნაბიჯნაბიჯ გაიხსენეთ ამ წიგნში აღწერილ სამეფოთა ისტორია. ყურადღება მიაქციეთ სახელმწიფო მოღვაწეებს, საეკლესიო კრებებს, ძლევამოსილ არმიებს და ნახეთ, როგორ ამცირებდა ღმერთი ადამიანის სიამაყეს და ფერფლად აქცევდა ადამიანის დიდებას. მხოლოდ ღმერთს გააჩნია ჭეშმარიტი სიდიადე. წინასწარმეტყველი ხედავდა, როგორ ცვლიდა ერთ ძლიერ მმართველს მეორე. უფალი სამყაროს ხელმწიფეა, იგი აპირებს, უახლოეს დროში დაამყაროს თავისი მარადიული სამეფო, ცოცხალი ღმერთი ყოველი სიბრძნის წყაროა, აწმყოს გამგებელია, მომავლის გამომცხადებელია. წაიკითხეთ და შეიმეცნეთ, თუ რა ღარიბნი, სუსტნი, დღემოკლენი, შეცდომილნი და დამნაშავენი არიან მოკვდავნი...ქიმ 331.3

    ნათელი, რომელიც დანიელმა ღვთისაგან მიიღო, უპირატესად განკუთვნილია ჩვენი უკანასკნელი დღეებისთვის. ხილვები დანიელისა, რომლებიც მან შინყარის დიდი მდინარეების - ულაის და ტიგროსის ნაპირებზე იხილა, ამჟამად სრულდება და იქ ნაწინასწარმეტყველები ყველა მოვლენა მალე ასრულდება.ქიმ 331.4

    იფიქრეთ, რა პირობებში ცხოვრობდა ებრაელი ხალხი მაშინ, როცა დანიელი წინასწარმეტყველებდა. ისრაელიანნი ტყვეობაში იყვნენ, მათი ტაძარი დანგრეული იყო, სატაძრო ღვთისმსახურება - შეჩერებული. იუდეური რელიგია შეჩერდა მსხვერპლშეწირვის წესჩვეულებებზე. იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა გარეგნულ ფორმებს და დაკარგა ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემის სული... ღმერთმა დაუშვა თავისი ხალხის დატყვევება და სატაძრო მსახურების შეჩერება, რათა გარეგნული წესჩვეულებანი მათ რელიგიაში მთავარი არ ყოფილიყო... გარეგნული დიდება გაქრა, რათა წრმოჩენილიყო სულიერი არსი...ქიმ 331.5

    თავისი ხალხისთვის ნათლის გამოსაჩენად ღმერთმა გამოიყენა სხვადასხვა კლასობრივი მდგომარეობის ადამიანები. დანიელი იყო იუდეის დიდებულთაგან, ესაია სამეფო გვარს ეკუთვნოდა, დავითი იყო მწყემსი, ამოსი ცხვრებს მწყემსავდა, ზაქარია იყო ბაბილონში მცხოვრები ტყვე, ელისე - მიწათმოქმედი. ღმერთი სანიმუშო ბელადებად ირჩევდა წინასწარმეტყველებსა და მთავრებს, დიდებულებსა და დაბალი ფენის ხალხს და ზემოდან შთაგონებით აზიარებდა ჭეშმარიტებებს, რომლებიც უნდა გადაეცათ მისი ხალხისათვის.ქიმ 331.6