Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ვერანაირი ცდუნება ვერ შეძლებდა მხსნელის ცოდვისკენ გადახრას, 3 ივლისი

    „ძეზე კი: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია” (ებრ. 1:8).ქიმ 187.1

    უდაბნოში ქრისტემ ისეთ გამოცდას გაუძლო, როგორსაც ადამიანები ვერც კი წარმოიდგენდნენ. იქ ის პირისპირ შეეჯახა სატანის, დაცემული ანგელოზის ვერაგ ძალას. აცდუნებდა რა ქრისტეს, მტერმა იგივე ტაქტიკა გამოიყენა, როგორიც ედემში გამოიცადა, სადაც მან ადამი და ევა აცდუნა. მან იმით დაიწყო, რომ ქრისტეს ხელმწიფების ირგვლივ კამათის დაწყებას შეეცადა. თუკი ღვთის ძე ხარ, დაამტკიცე...ქიმ 187.2

    სატანამ კარგად იცოდა, ვინ იყო ქრისტე, რადგან ბოროტმა სულებმა, რომლებმაც ორი ეშმაკეული შეიპყრეს, შეჰყვირეს: „რა გინდა ჩვენგან, ღვთის ძეო? ვადაზე ადრე რომ მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?” როდესაც იესო მეორე ადამის გამოცდას გადიოდა, მისი ხასიათის სიმშვენიერემ მთელი მისი ადამიანური სახე გააცისკროვნა. მისი ადამიანური ბუნების მიღმა სატანა იმ წმინდანის დიდებასა და სისპეტაკეს ხედავდა, რომელთანაც ზეციურ ეზოებში ურთიერთობდა. უცქერდა რა ქრისტეს, გაახსენდა, როგორი იყო თავად ოდესღაც. იმ დროს ლუციფერი მშვენიერი და წმინდა იყო. თვითგანდიდებამ გააღვიძა მასში ქრისტეს ადგილის დაკავების სურვილი, მაგრამ დამარცხდა. ახლა, როცა შეეძლო ქრისტეს დასუსტებული ადამიანური ბუნებით ესარგებლა, შეძლებდა თუ არა თავისი განზრახვის განხორციელებას? სატანამ იცოდა, რომ თუკი შეძლებდა ქრისტეს ცდუნებას და თუნდაც იოტისოდენად შეასუსტებდა მის ერთგულებას მამა ღმერთისადმი, მთელი ქვეყანა მის ხელში აღმოჩნდება და იგი შეძლებს მის მართვას ისე, როგორც ეს შეუძლია დამახინჯებული სულიერი ბუნების მქონე არსებას. მაგრამ ის, ვისი ძლევაც სურდა სატანას, იყო ზეცის მბრძანებელი და ცდუნების ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. როცა სატანა მიხვდა, რომ დამარცხება ელის, სიბოროტითა და სიძულვილით აღივსო...ქიმ 187.3

    შემდეგ სატანამ ქრისტე ტაძრის ქიმზე აიყვანა და გადახტომა შესთავაზა. ამ გზით მისი შეყვანა განიზრახა თვითდაჯერებულობის ცოდვაში. მან შეახსენა ანგელოზების მსახურების შესახებ, მაგრამ არანაირ ცდუნებას არ შეეძლო ებიძგა მხსნელი მაცდურის გამოწვევის მიღებისაკენ...ქიმ 187.4

    ჩანს, მტერს შესწევდა ძალა, გადაეყვანა ქრისტე ნებისმიერ ადგილზე, სადაც კი მოესურვებოდა, რადგან ამ ცდუნების შემდეგ მან წაიყვანა ის მაღალ მთაზე და იქ უჩვენა წუთისოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება... სწორედ იქ გაბრწყინდა იესოს ადამიანურ ბუნებაში მისი ღვთიურობა. დაცემულმა ანგელოზებმა იხილეს იგი განდიდებული, როცა მან წარმოთქვა: „განვედ, სატანავ”...ქიმ 187.5

    როდესაც ზეციური სამეფოს კარზე მბრძანებელი იყო, ქრისტეს ანგელოზები ემსახურებოდნენ. დედამიწაზე ცხოვრებისას მას შეეძლო ნებისმიერ დროს ეთხოვა მამისათვის თუნდაც ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი. მაგრამ ვერანაირმა ცდუნებამ თუ მოსყიდვამ, გამოევლინა თავისი ღვთიური უფლებამოსილება, ვერ შეძლო მისი იძულება, გადაეხვია ღმერთის მიერ მისთვის განსაზღვრული გზიდან.ქიმ 187.6