Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უდავო მოწმობების მიუხედავად პილატე მაინც ყოყმანობდა, 22 სექტემბერი

    „ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ მეგობარი კეისრისა, რადგან, ვინც მეფედ ხდის თავს, კეისარს ეურჩება” (იოან. 19:12).ქიმ 268.1

    ჰეროდემ შეასრულა სატანური სამუშაო და ქრისტე განაჩენის გამოუტანლად გაუგზავნა ისევ პილატეს, რომელმაც იცოდა სიმართლე და დარწმუნებული იყო, მაგრამ არ ისურვა დამორჩილებოდა მას. თითქოსდა შეუცნობელი ძალები აიძულებენ პილატეს დაემორჩილოს თავის შეხედულებებს ისრაელის წმიდაზე. მისი მერყევი გონება იძულებულია აღიაროს - ქრისტე არც თავლთმაქცია და არც მატყუარა, მის სიტყვებში ან საქციელში სიცრუის კვალიც კი არ ჩანს... მაგრამ სატანური, გამხეცებული ბრბოს წნეხქვეშ პილატემ ქრისტეს მიუსაჯა გაშოლტვა ჯვარცმის სანაცვლოდ.ქიმ 268.2

    მტკიცედ განწყობილი მღვდლები და მთავრები გაშოლტვის წინააღმდეგი არ იყვნენ, ოღონდ გადაწყვიტეს დაჟინებით მოეთხოვათ ქრისტეს ჯვარცმა, ვითარცა სასჯელის უმაღლესი ზომა და ნაკლებზე არ დათანხმებულიყვნენ. ასეთია დღესაც ადამიანის ბუნება, თუ სატანის ძალაუფლებაში იმყოფება...ქიმ 268.3

    პილატეს არ სურდა ქრისტეს გასამართლება და გადაწყვიტა მმართველთა გარეშე გამოეწვია ბრბოს გულმოწყალება; ფიქრობდა, რომ უბრალო ხალხს რაიმე ადამიანური მაინც უნდა შერჩენოდა და ესმოდა, რომ მღვდლებს და მთავრებს ამას ვერ მოსთხოვდა. პროკურატორი გამოვიდა მოკლე სიტყვით, მან განაცხადა, რომ ქრისტეს მოქმედებაში დასაგმობი ვერაფერი ნახა. მან დაადასტურა ჰეროდეს მოწმობა, რომ ქრისტეს წინააღმდეგ დამმოწმებელთა ჩვენებები არეული და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო...ქიმ 268.4

    პილატე მოქმედებდა ნათლის, უტყუარი მოწმობებისა და შეხედულებების წინააღმდეგ. მღვდლებსა და მთავრებს ესმოდათ - რასაც მოისურვებდნენ, ყველაფერს მიაღწევდნენ. პილატეს მხარეს იყო უტყუარი მოწმობები და მართლმსაჯულება. დაჟინებით რომ დაეცვა ქრისტეს უდანაშაულობა, შემდგომში აღარ შეაწუხებდა სინდისის ქენჯნა და სასოწარკვეთა, რაც ახასიათებთ მათ, ვინც უდანაშაულო ადამიანი შესწირა შურიანი, ურწმუნო ხალხის სასიკვდილო მტრობასა და სიძულვილს. იესო გაშოლტეს.ქიმ 268.5

    ღმერთმა ნიშანი გაუგზავნა პილატეს, რათა განერიდებინა ამ საქმისაგან... სანამ პილატე ტუსაღს დაჰკითხავდა, ზეციური ანგელოზი ეწვია პილატეს ცოლს და ღამეულ ჩვენებაში იხილა მან იესო და ესაუბრა... მას ესმოდა პილატეს გაკიცხვა და დაინახა, თუ როგორ გადასცა ქრისტე მკვლელებს. მას საზარელი კივილით გაეღვიძა. მოითხოვა კალამი და ქაღალდი და ქმარს მისწერა გაფრთხილების სიტყვები. როცა პილატე ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, მასთან მივიდა შიკრიკი და გადასცა ცოლის უსტარი: „არაფერი უყო მაგ მართალს, ვინაიდან მე დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მაგის გამო.”ქიმ 268.6