Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ცოცხალი წყლის სათავე ქრისტეა, 12 აგვისტო

    „მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ამოსაღებად. ეუბნება მას იესო: წყალი დამალევინე” (იოან. 4:7).ქიმ 227.1

    დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ მიაქვს წარმოქმნილ გარემოებებს ჭეშმარიტება სხვა ადამიანთა გონებამდე. გაიხსენეთ სამარიელი ქალი, რომელიც, ჩვეულებისამებრ, წყლის ასაღებად მოვიდა. ჭასთან მჯდარი უცნობი მას წყლის დალევას სთხოვს. მათ შორის საუბარი იმართება. იესო ეუბნება: „შენ რომ იცოდე რას იძლევა ღმერთი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”. „ყველას, ამ წყლის შემსმელს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.”ქიმ 227.2

    ქალი დაფიქრდა თავის დამქანცველ მუშაობაზე, რომელსაც იგი დღიდან დღემდე ასრულებდა და იმაზე, თუ რა კარგი იქნებოდა წყლის მიღება ყოველგვარი გარჯის გარეშე. ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.” ის ვერ მიხვდა, რომ იესო მას იმას სთავაზობდა, რაც მისი სულის ამაღლებულ ინტერესებს პასუხობდა: სიცოცხლის წყალს.ქიმ 227.3

    ქრისტეს ნათქვამი სიტყვები იყო სიცოცხლის წყალი. მაგრამ სამარიელი ქალი დაინტერესდა მისი სიტყვებით, დატოვა თავისი ჭურჭელი ქალმა და წავიდა ქალაქში და ეუბნება ადამიანებს: „წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?”ქიმ 227.4

    ქალი ჩვეულებრივი სასმელი წყლისათვის მოვიდა და სიცოცხლის წყლის შესახებ შეიტყო. ის ცოდვაში იყო ჩაფლული და ირწმუნა იესო ქრისტე. სწორედ ასე გადაისხმება წმინდა ზეთი წმინდა მაცნეების მიერ, რომლებიც ორი ზეთისხილის სიმბოლოთია გადმოცემული, ოქროს მილაკებში, იქიდან კი ოქროს ჯამებში. ასე გადაისხმება ჭეშმარიტება: ოქროს ზეთის მიღებიდან მისი სხვებისათვის გადაცემამდე. წარმოითქმება სიტყვები და სიტყვების გარეშეც კი, გაუცნობიერებელ დონეზე შეიგრძნობა წმინდა გავლენა ადამიანზე. ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა ხშირად დათესილ თესლსა ჰგავს...ქიმ 227.5

    უფალმა სრულად იზრუნა იმაზე, რომ ზეციური სათნოება ყველასათვის შეუზღუდავად მისაწვდომი გამხდარიყო, რათა ჭეშმარიტებამ, როგორიცაა იგი იესოში, დაიკავოს პირველი ადგილი გულში და სამუდამოდ შეავსოს სულის ტაძარი. მაშინ ადამიანები სრულად მიუძღვნიან საკუთარ თავს ღმერთს და ჭეშმარიტი მორწმუნენი ადამიანთა მებადურებად იქცევიან. ისინი ილოცებენ სიბრძნის შესახებ და იცხოვრებენ ლოცვის შესატყვისად: „თქვენ სოფლის ნათელი ხართ”. „ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია”.ქიმ 227.6