Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მარტი

    ხასიათი ბევრ რამეს ცვლის ცხოვრებაში, 1 მარტი

    „იცის უფალმა დღენი უცოდველთა, მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება... რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან” (ფსალმ. 36:18, 22).ქიმ 63.1

    სემისა და იაფეთის მიერ მამისადმი გამოჩენილი ყურადღება და მოკრძალება და, აქედან გამომდინარე, ღვთიურ დადგენილებათა მიმართ პატივისცემა, რა თქმა უნდა, ნათელ მომავალს უქადდა მის შთამომავლობას. მათ შესახებ ნათქვამია: „კურთხეულია უფალი, ღმერთი სემისა. და იყოს ქანაანი მისი მსახური. და განავრცოს ღმერთმა იაფეთი და დაემკვიდროს სემის კარვებში, და იყოს ქანაანი მისი მსახური”. სემის მოდგმა უნდა ყოფილიყო უფლის რჩეული ხალხი და მისგან უნდა წარმომდგარიყო აღთქმული მხსნელი. იეჰოვა სემის ღმერთი იყო. მისგან უნდა გამოსულიყო აბრაამი, ისრაელის ერი და თავად ქრისტე. „ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია!” (ფსალმ. 143:15). „და იაფეთიც სემის კარვებში დაემკვიდროს”. იაფეთის შთამომავლობას სახარების განსაკუთრებული კურთხევა და მადლი უნდა ჰქონოდა...ქიმ 63.2

    ნოეს წინასწარმეტყველება არ იყო გამოწვეული სიძულვილით ან რისხვით. ამით არ განისაზღვრა მისი ვაჟების ბედი ან ხასიათი. მაგრამ იგი მიუთითებდა თითოეული მათგანის მიერ არჩეული ცხოვრების გზის შედეგებზე და იმაზეც, თუ რას მიაღწევდნენ საკუთარ თავში ღვთიურ თვისებათა შენარჩუნებითა და განვითარებით. ეს წინასწარმეტყველება იყო უფლის ნების გამოვლინება ნოეს შვილებისა და მათი თაობების მიმართ, რაც მათ ხასიათსა და ცხოვრების ნირს შეესაბამებოდა. ჩვეულებისამებრ, შვილებს მემკვიდრეობით გადაეცემათ მშობლების ხასიათი და თვისებები, ისინი მათ ბაძავენ; ასე რომ, მშობლების ცოდვებს შვილები იმეორებენ თაობიდან თაობაში. ამგვარად, ქამის თავხედური ქცევა და უმეცრება წყევლად გადაეცა მის შთამომავლობას. „ერთი ცოდვილი დაღუპავს მრავალ კეთილს” (ეკლ. 9:18).ქიმ 63.3

    მეორე მხრივ, რა უხვად იქნა ანაზღაურებული მამისადმი სემის პატივისცემა და მოკრძალება! მართალთა რამდენი ერთგული თაობა მიეკუთვნება მის გვარს! „იცის უფალმა დღენი უცოდველთა... და მისი შთამომავლობა კურთხეულია” (ფსალმ. 36:18, 26). „იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი მტკიცე ღმერთია, შემნახველია ათას თაობაში აღთქმისა და წყალობისა მის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს” (რჯლ. 7:9).ქიმ 63.4