Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სატანის მიმდევრები რყვნიდნენ ადრეულ ეკლესიას, 9 ნოემბერი

    „მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ შენს დედაკაცს იეზაბელს, რომელიც თავს წინასწარმეტყველად უხმობს, ასწავლის და აცდენს ჩემს მსახურთ, რომ იმეძაონ და ნაკერპავი ჭამონ” (გამოცხ. 2:20).ქიმ 316.1

    წამებულთა ცხოვრება და სიკვდილისწინა მოწმობა ჭეშმარიტების სამაგალითო მოწმობა იყო და თვით სატანის მსახურნიც თავს ანებებდნენ მის სამსახურს და ქრისტეს დროშის ქვეშ დგებოდნენ...ქიმ 316.2

    ეშმაკური გზით ცდილობდა ეს უდიდესი მზაკვარი წარმატებების მოპოვებას იქ, სადაც ძალის გამოყენებით დამარცხება იგემა. წმინდანთა დევნა დასრულდა და მის ნაცვლად გამოჩნდა საშიში და მეტად მიმზიდველი ცდუნება: ადამიანური კეთილდღეობა და ამქვეყნიური პატივმოყვარეობა. კერპთაყვანისმცემლებმა ნაწილობრივ მიიღეს ქრისტიანული რწმენა და ამავე დროს უარყოფდნენ სხვა მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს. წარმართებმა სიტყვით აღიარეს ქრისტე ღვთის ძედ და ირწმუნეს მისი სიკვდილი და აღდგომა, მაგრამ არ აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს და არ გრძნობდნენ მონანიებისა და სულიერი გარდაქმნის საჭიროებას. მათ მცირედი დაუთმეს ქრისტიანებს და თვითონაც მოითხოვეს მათგან დათმობა, რათა ერთიანი ქრისტიანული რწმენის საფუძველზე გაერთიანებულიყვნენ.ქიმ 316.3

    ეკლესიას საშინელი საფრთხე ემუქრებოდა. საპყრობილე, წამება, ცეცხლი და მახვილი - ყოველივე ეს კურთხევა იყო ამ განსაცდელთან შედარებით. ქრისტიანთა ერთი ნაწილი შეუდრეკელი აღმოჩნდა. მათ განაცხადეს, რომ არავითარ შეთანხმებაზე არ წავლენ. ზოგი მათგანი კი მზად იყო დაეთმო ან შეეცვალა ჭეშმარიტი მოძღვრების დოგმები და მათ რიგებში გაერთიანებულიყო, ვინც მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო ქრისტიანული მოძღვრება, იმედოვნებდა რა, რომ ასეთი დათმობა ხელს შეუწყობს წარმართთა სრულ გაქრისტიანებას... ამ ცრუქრისტიანული მოძღვრებით სატანამ შეაღწია ეკლესიაში, რათა შეერყვნა რწმენა და ადამიანები ჭეშმარიტებიდან სიცრუისაკენ მოექცია.ქიმ 316.4

    ქრისტიანთა დიდი ნაწილი დაეთანხმა წამოყენებულ პირობებს და დაიდო შეთანხმება ქრისტიანებსა და წარმართებს შორის. კერპთაყვანისმცემლები სიტყვიერად მოექცნენ და შეუერთდნენ ეკლესიას, მაგრამ კვლავინდებურად კერპთაყვანისმცემლობას მისდევდნენ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ადრინდელი თაყვანისცემის საგნები იესოს, მარიამისა და წმინდანთა ხატებით შეცვალეს. ეკლესიაში ამ გზით შეტანილი კერპთაყვანისმცემლობის საფუარი განაგრძობდა თავის დამღუპველ მოქმედებას. ცრუ სწავლება, ცრურწმენის ადათები და კერპთაყვანისმცემლური რიტუალები ქრისტიანული რწმენისა და საეკლესიო ღვთისმსახურების ნაწილად იქცა. როცა ქრისტეს მიმდევრები კერპთაყვანისმცემლებთან გაერთიანდნენ, ქრისტიანული რელიგია შეიბღალა, ეკლესიამაც დაკარგა სიწმინდე და ძალა. მაგრამ ყველა როდი აჰყვა ცდუნებას.ქიმ 316.5