Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტე ჩვენთვის ზეცაში ასასვლელი ერთადერთი კიბეა, 22 მარტი

    „და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თავი სწვდებოდა ცას... და უფალი იდგა მასზე ზემოთ და ამბობდა: მიწას, რომელზეც წევხარ, მე მოგცემთ შენ და შენს თესლს” (დაბ. 28:12,13).ქიმ 84.1

    კიბე ღმერთსა და ადამიანთა მოდგმას შორის ურთიერთობის საშუალებაა. ამ იდუმალი კიბის მეშვეობით იაკობს ექადაგა სახარება. როგორც კიბე იყო გადებული მიწასა და ზეციურ სიმაღლეებს შორის და მის კენწეროზე ღმერთის დიდება მოჩანდა, ისევე შეეძლო ქრისტეს თავისი ღვთიური ბუნებით მოეცვა ყოველივე და ერთიანი ყოფილიყო თავის ზეციურ მამასთან. და თუმცა კიბის ბოლო ზეცას აღწევდა, მისი საწყისი მიწაზე იდგა. ასევეა ქრისტეც, თუმცა ის ღმერთი იყო, შემოსა თავისი ღვთიური ბუნება ადამიანური ბუნებით და ცხოვრობდა ამქვეყნად განკაცებული. კიბე არავითარ სარგებელს არ მოიტანდა, მიწას რომ არ დაყრდნობოდა და ზეცას არ შეხებოდა.ქიმ 84.2

    კიბის თავში ღმერთი გამოჩნდა, თანაგრძნობით უცქერდა გზააბნეულ, ცოდვილ იაკობს და მიმართა მას გამამხნევებელი სიტყვებით. სწორედ ქრისტეს მეშვეობით, როგორც პრიზმაში, მამა ღმერთი უყურებს ცოდვილ ადამიანებს. მსახური ანგელოზები დედამიწის მაცხოვრებლებთან ურთიერთობდნენ კიბის მეშვეობით. ადამიანები მხოლოდ მაშინ გადარჩებიან, თუ ისინი მიილტვიან ქრისტესკენ.ქიმ 84.3

    ზეცაში ჩვენი აღმასვლა ხდება ნაბიჯნაბიჯ ქრისტეს მსახურების მთელ სიმაღლეზე. ჩვენ მაგრად უნდა ჩავჭიდოთ ხელი ქრისტეს და ავიდეთ მაღლა ქრისტეს დამსახურებით. ქრისტეს ხელის გაშვება ნიშნავს შეჩერებას, დაცემას და დაღუპვას...ქიმ 84.4

    მათ, ვინც გულმოდგინედ აკვირდება ზეცას, ერთი კითხვა ებადება: როგორ მოვიპოვო კურთხეულთა სავანე? არის მხოლოდ ერთი ხერხი: „გახდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი და ამ სოფელში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ გახრწნილებას”; წმიდათა წმიდაში იესოს სისხლით შესულებმა მტკიცედ უნდა ჩასჭიდოთ ხელი სახარებით მოცემულ სასოებას, იყოთ ქრისტეში და იმავდროულად იყოთ მის მიერ მავალი, ირწმუნოთ და იმოქმედოთ, ქრისტეს იმედით და განახორციელოთ ცხოვრებაში ნამატის გეგმა, ქრისტესთან ხელჩაკიდებულებმა მუდამ იარეთ ზემოთ, ღმერთისკენ.ქიმ 84.5

    ჩვენ მიგითითებთ სავანეზე, რომელსაც ქრისტე უმზადებს ყველა მის მოყვარულს. ჩვენ მიგითითებთ საძირკვლიან ქალაქზე, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია... ნაბიჯნაბიჯ, საფეხურიდან საფეხურზე, იარეთ ზემოთ და ზემოთ, მიაღწიეთ ღმერთამდე და წმინდა ღვთიურ ქალაქამდე, სადაც თქვენ გელოდებათ ღმერთი. არც ერთი ადამიანი, ვინც მედგრად მიიწევს მაღლა ამ კიბით, არ დაკარგავს საუკუნო სიცოცხლეს. „ვინაიდან ასე უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის შესასვლელი”.ქიმ 84.6