Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ცოდვას არა აქვს გამართლება, 5 იანვარი

    „აღზევდა შენი გული შენი მშვენების გამო, მოსპე შენი სიბრძნე შენი ბრწყინვალების გამო” (ეზეკ. 28:17).ქიმ 7.1

    ლუციფერის ცოდვის ახსნა შეუძლებელია. ის ვერაგულად მოექცა ღმერთს. თავისი ჩივილითა და დრტვინვით მან ანგელოზთა მხედრობის თანაგრძნობა დაიმსახურა და ბევრი სატანის (ლუციფერის) მხარეზე დადგა. როგორ დაამტკიცა უფალმა ამ ბრალდების სიცრუე?ქიმ 7.2

    ვინაიდან ბევრმა ანგელოზმა ირწმუნა სატანის ბრალდებები, ღმერთის გეგმაში არ შედიოდა, რომ მოქცეოდა სატანას მისი დამსახურებებისამებრ. Mაცდური მთელ დანაშაულს თავისი საქციელის გამო გადააბრალებდა თავის ქვეშევრდომთ. შექმნიდა ილუზიას, თითქოს თავისი მრწამსით რომ ემოქმედა, შეძლებდა ამ დემონსტრაციული ამბოხის თავიდან აცილებას. ქიმ 7.3

    სხვათა განკითხვისაკენ სწრაფვა სატანას უბიძგებდა, შეემუშავებინა მართლმსჯულების თეორია, სადაც მოწყალებას ადგილი არ ექნებოდა. მას იმის პრეტენზია გააჩნდა, რომ მოქმედებს როგორც ღვთიური ხმა და ძალა, რომ მისი გადაწყვეტილებები სამართლიანი, წმინდა და სპეტაკია. აი, რატომ უკავია სატანას მსაჯულის სავარძელში ადგილი და აცხადებს, რომ მისი რჩევა უტყუარია. მაგრამ აქვე ვლინდება მისი უმოწყალო მართლმსაჯულება, რომელიც ჭეშმარიტი მართლმსაჯულების ყალბ ასლს წარმოადგენს და ამდენად ღმერთისათვის საძულველია.ქიმ 7.4

    მაგრამ როგორ გაიგებს სამყარო, რომ ლუციფერი არ არის საიმედო და სამართლიანი წინამძღოლი? მის მკვიდრთ ეჩვენებათ, თითქოს ის მართალია. ისინი ვერ ხედავენ იმას, რასაც ჭვრეტს ღმერთი, რადგან მხოლოდ გარეგანი ნიშნებით მსჯელობენ. მათ არ იციან ის, რასაც უწყის ღმერთი. მას რომ გამოეაშკარავებინა სატანა და ეჩვენებინა ანგელოზთა მხედრობისათვის, რამდენად განსხვავდება მისი სამსჯავრო უფლის სამსჯავროსაგან, ის რომ, მაცდურმა თავისი საზომი დაადგინა და ღმერთის სამართლიანი რისხვა დაიმსახურა, მაშინ შეიძლება ისეთი ვითარება შექმნილიყო, რომელიც აუცილებლად თავიდან უნდა აეცილებინა.ქიმ 7.5

    სწორედ სატანის მაცდურმა ძალამ აიძულა ბევრი ანგელოზი, ღმერთის წინააღმდეგ ამბოხებულიყო. ღმერთის მხარეზე სიმართლე და ჭეშმარიტება იყო. სატანა მართალი არ იყო და კარგად ესმოდა ეს. ახლა მას უნდა გადაეწყვიტა: დამორჩილებოდა ღმერთს, დამდგარიყო მის გვერდით თუ სიცრუით გაემართლებინა თავისი პოზიცია. ისე ჩანდა, თითქოს თავისი ვერაგობითა და გამონაგონით უპირატესობას მიაღწია, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. ღმერთი არ ცრუობს; ის პირდაპირ მოქმედებს. ლუციფერი მხოლოდ მაშინ ამბობს სიმართლეს, თუ იგი ხელს უწყობს მისი ჩანაფიქრის აღსრულებას, მაგრამ იგი ასევე ცრუობს და თაღლითობს, რათა აირიდოს თავიდან დამცირება და მარცხი...ქიმ 7.6

    ღმერთს არ შეეძლო უცებ გაეხსნა სამყაროსათვის სატანის ნამდვილი სახე. მისთვის უნდა მიეცა საშუალება, კვლავაც არჩეული გზებით ევლო, რათა თანდათან თავად გამოეაშკარავებინა საკუთარი თავი, როგორც ფლიდს, ვერაგსა და მკვლელს. უფლის ძის მოკვლით სატანამ საბოლოოდ ჩამოიხსნა პირბადე სამყაროს წინაშე და სავსებით დაკარგა თანაგრძნობა მის მკვიდრთა მხრიდან.ქიმ 7.7