Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მანკიერება სათნოებაზე ვერ გაიმარჯვებს, 31 მარტი

    „და წაიყვანა იოსები მისმა ბატონმა, და გადასცა იგი საპყრობილეში... მაგრამ უფალი იყო იოსებთან და მოჰფინა მას წყალობა, და მიანიჭა მას მადლი საპყრობილის უფროსის თვალში” (დაბ. 39:20, 21).ქიმ 93.1

    სადაც არ უნდა მოხვდე, უნდა მოქმედებდე მტკიცე პრინციპებით. ცხოვრების დასაწყისშივე უნდა მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ხელი ჩაჭიდო იმას, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სათნო და ქებულია. ღვთის შიში სიყვარულთან ერთად იმის მიმართ, რაც კეთილშობილია, სუფთა და ამაღლებულია, დაგიცავს უღირსი საქციელისაგან. რა კმაყოფილებით გაიხსენებ შემდგომ მთელს შენს ცხოვრებას თუკი, მიუხედავად მრავალი მკაცრი ცდუნებისა, შენი ხელები არ იქნება გასვრილი თაღლითობით, ხოლო შენი გული არ გაუწმინდურდება ცდუნებებისათვის თავის დახრით.ქიმ 93.2

    რა ძვირფასი გაკვეთილია ახალგაზრდებისათვის იოსების ისტორიაში! მან შეინარჩუნა ზნეობრივი სისპეტაკე. მაშინაც კი, როცა ყველაზე ძლიერ ცდუნებებს განიცდიდა! რა ვერაგი და მაცდური იყო თავდასხმა მის სათნოებაზე! ამ ზეგავლენას ისეთი წყარო ჰქონდა და ისეთი სახით იყო თავს მოხვეული, რომ სავსებით შესაძლებელი იყო, გაერყვნა ყმაწვილის გონება, მაგრამ იოსები გადაარჩინა მისმა რელიგიურმა პრინციპებმა. მათი მეშვეობით მან დროული და მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია სატანის ხრიკებს. უწმინდური მაცდური ქალი, მას შემდეგ, რაც საწადელს ვერ მიაღწია, შეეცადა ყმაწვილი კაცის დაღუპვას, რომლის გარყვნაც ვერ შეძლო. მან ცილი დასწამა მას იმ დანაშაულში, რომელიც მას არ ჩაუდენია. ღმერთმა მისი დატუსაღება იოსების აღზევების ტრამპლინად გამოიყენა. რომ არა ფოტიფარის ცოლის უწმინდური საქციელი, იოსები ვერასოდეს გახდებოდა ეგვიპტის პრემიერმინისტრი.ქიმ 93.3

    თუმცა გარეგნულად ჩანდა, თითქოს მანკიერება ზეიმობს, ხოლო სათნოება მტვრადაა ქცეული, იოსები არ ამძიმებდა თავის ბედისწერას ჩივილითა და წუწუნით. ის აღიარებდა ჭეშმარიტ რელიგიას. ღმერთი იოსებს მნიშვნელოვან გაკვეთილებს ასწავლიდა და ამზადებდა საპასუხისმგებლო და საპატიო თანამდებობისათვის, აგრეთვე სასარგებლო შრომისათვის. იოსებმა ჯერ ქვეშევრდომობა და მორჩილება ისწავლა, ხოლო შემდეგ მართვა. მორჩილების გამოვლენის წყალობით ღმერთმა აღამაღლა იგი. ბიბლიური რელიგია არასოდეს დაამცირებს მას, ვინც აღიარებს ამ რელიგიას; პირიქით, იგი აკეთილშობილებს ყველას, ვინც მიიღებს მის სწავლებას. უფლის შიში - ეს ყველაზე დიდი დაცვაა ახალგაზრდობისათვის. თუ ეს ფარი უპყრია, ახალგაზრდობას შეუძლია დარჩეს სპეტაკი ყველაზე გარყვნილ გარემოშიც კი.ქიმ 93.4

    ჩემო ძვირფასო შვილო [ედისონ]! ნუ იტყვი უარს მოკრძალებული, ქრისტიანული ცხოვრების უბრალოებაზე. დაე, შენი ხასიათი იოსების ხასიათს დაემსგავსოს და მოგცეს იგივე ძალა, რომელიც წინ აღუდგება ცდუნებას. შენი ძალისხმევა წარმატებული იქნება, თუ შენ მას ღვთის ძალის სასოებით მიმართავ. იესო სასწრაფო დახმარებაა. დედაშენი ლოცულობს იმაზე, რომ მუდმივად იესოს კურთხევის ქვეშ იმყოფებოდე.ქიმ 93.5