Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი არავის აძლევს უფლებას დაადგინოს ქრისტეს დაბრუნების დრო, 2 დეკემბერი

    „მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ” (მათ. 24:36).ქიმ 339.1

    ზოგ თანამოძმეს მოეწონა შენი შეხედულებები, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აკლიათ გამჭრიახობა და არ ესმით შენი არგუმენტების შედეგები. მათ ღვთის სამუშაოში ნაკლები გამოცდილება აქვთ და ვერ ხვდებიან, საით წაიყვანს მათ შენი შეხედულებები... ეს ადამიანები ცდებიან, რადგან შენი თეორიის გადმოცემისას მოგაქვს წერილების მრავალრიცხოვანი ნაწყვეტები და ამიტომ შენი არგუმენტები დამაჯერებელი ჰგონიათ.ქიმ 339.2

    ეს არ ითქმის მათზე, ვინც პირადი მაგალითით შეიცნო ჭეშმარიტება დედამიწის უკანასკნელი დღეებისათვის. თუმცა თანამოძმენი აღიარებენ, რომ შენს მსჯელობაში არის სანუკვარი ჭეშმარიტება, მაინც ხედავენ, რომ მცდარად იყენებ წერილებს, ცდომილებისაკენ მიმართავ და შეუსაბამო დასკვნებისაკენ იხრები... ღმერთმა გამანდო, რომ შენ თავად ბოლომდე ვერ აცნობიერებ წმინდა წერილის იმ მუხლებს, რომლებსაც იმოწმებ...ქიმ 339.3

    იძულებული ვიყავი პირდაპირ მელაპარაკა ძმებზე, რომელთაც ადამიანები სწორი გზიდან გადაჰყავდათ. წერილობითა და სიტყვით ვაუწყებდი: „თქვენ ნუ გაჰყვებით მათ”... ის ადამიანი მძიმე ავადმყოფი იყო და სიკვდილს ელოდა... მის შეხედულებებს სიამოვნებით უსმენდნენ და ზოგს მიაჩნდა, ღვთიური შთაგონებით ლაპარაკობდა. მან შეადგინა ნახაზი და წერილების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ უფალი განსაზღვრულ დროს, მგონი 1894 წელს უნდა მოვიდეს... იგი ყველაზე საოცარ ხილვებს ხედავდა. მაგრამ რა იყო მისი შთაგონებული ხილვების წყარო? მორფინი, რომელსაც აძლევდნენ ტკივილის შესამსუბუქებლად...ქიმ 339.4

    არვინ უწყის ქრისტეს მოსვლის ან არმოსვლის ზუსტი დრო. ეჭვგარეშეა, ღმერთი არავის ათქმევინებს, რომ ქრისტეს მოსვლა გადაიდო ხუთი, ათი ან ოცი წლით. „ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა”...ქიმ 339.5

    ღმერთის მუშაკები... არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ მათი მზერა დღევანდელი დროის უწყებას მოსწყვიტოს, რადგან ამ უწყების დიდება უკვე ანათებს დედამიწას. ღვთის დიდება ერთადერთია, რისთვისაც შეიძლება ვიღვაწოთ. ერთადერთი კლდე, რომელიც გაძლებს - ეს არის ქრისტე, საუკუნეთა კლდე. იესოს ჭეშმარიტება თავშესაფარია ცდუნების დღეებში.ქიმ 339.6