Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”, 15 აგვისტო

    „მივიდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან და მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი? მიუგეს მსახურებმა: არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს” (იოან. 7:45, 46).ქიმ 230.1

    ქრისტე მოვიდა ჩვენს წუთისოფელში, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ მაინც არასწორად იგებედნენ და განიკითხავდნენ მას. ფარისევლებს აშკარად სძულდათ იგი, რადგან მის მოძღვრებას ძალა და მიზიდულობა ჰქონდა, რასაც სრულებით იყო მოკლებული მათი სიტყვები. მათ გადაწყვიტეს, რომ ერთადერთი საშუალება, რომელიც შეასუსტებს მის გავლენას, არის მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. აი, რატომ გააგზავნეს მსახურები მის შესაპყრობად. მაგრამ როდესაც მათ მისი ხმა გაიგონეს და აღიქვეს მისი კეთილისმყოფელი სიტყვები, იმდენად მოიხიბლნენ, რომ დავალების შესრულებაც კი დაავიწყდათ...ქიმ 230.2

    „ნუთუ თქვენც გაცდუნათ?” - შეეკითხნენ უხუცესები... ნიკოდემოსმა უთხრა მათ: „განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?”ქიმ 230.3

    ნიკოდემოსისათვის მიცემულ გაკვეთილს ფუჭად არ ჩაუვლია, მის გონებაში ფესვი გაიდგა რწმენამ და მან გულით მიიღო ქრისტე. მხსნელთან საუბრის შემდეგ ის გულმოდგინებით შეუდგა ძველი აღთქმის კვლევას და შეიმეცნა ჭეშმარიტება სახარების კონტექსტში.ქიმ 230.4

    მან ბრძნული კითხვა დასვა, რომელიც მიიპყრობდა საბჭოს თავმჯდომარეთა ყურადღებას, ისინი მტრის მიერ ცდუნებულები რომ არ ყოფილიყვნენ. მაგრამ ისინი ისე ძლიერ მოიცვა ცრურწმენამ, რომ არანაირი, თუნდაც ყველაზე დამარწმუნებელი არგუმენტი იესო ნაზარეველის სასარგებლოდ, მათ თვალში არაფერს წარმოადგენდა. ნიკოდემოსმა ასეთი პასუხი მიიღო მათგან: „შენც გალილეიდან არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება.”ქიმ 230.5

    სატანამ აცდუნა მღვდლები და მმართველები და შთააგონა მათ, თითქოს ქრისტე გალილეველი იყო. მათ, ვინც იცოდა, რომ ქრისტე ბეთლემში დაიბადა, გაჩუმება არჩიეს, რათა სიცრუეს თავისი ძალა და მომხიბვლელობა არ დაკარგვოდა.ქიმ 230.6

    ფაქტები აშკარა იყო, ნათელი მთელი ძალით იფრქვეოდა, მაგრამ ქრისტეს მოღვაწეობას სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ მათი გონიერების შესაბამისად...ქიმ 230.7

    სამყაროს მთავარი მოვიდა ჭეშმარიტების გასაცხადებლად, რომელსაც ქაოსი ჰარმონიით უნდა შეეცვალა. მაგრამ მან, ვისაც მშვიდობა და კურთხევა უნდა მოეტანა, დაიწყო ბრძოლა, რომელიც მისი ჯვარცმით დასრულდა.ქიმ 230.8