Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მზერა მომავლისაკენ, 5 ნოემბერი

    „და იქნება ნიშნები... ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით” (ლუკ. 21:25, 26).ქიმ 312.1

    იოანე მოწმე გახდა საშინელი ამბებისა, რომლებიც ქრისტეს მოსვლის მაუწყებელი იქნება. ის ხედავდა ჯარების მზადებას შეტაკებისთვის და ხალხის შიშს. ხედავდა, როგორ იძრა დედამიწა და კლდეები წაიღო შუა ზღვისკენ, ესმოდა ტალღების ზათქი და ღრიალი. ხედავდა, როგორ გაიხსნა მძვინვარების თასები და წყლულებმა, შიმშილმა და სიკვდილმა დაისადგურა დედამიწაზე.ქიმ 312.2

    ღვთის სულის შემაკავებელი ძალა შორდება წუთისოფელს. ქარიშხალი, გრიგალი, ქარბორბალა, ხანძარი, წყალდიდობა, უბედურება წყალსა და მიწაზე ზედიზედ მოდის. მეცნიერება ცდილობს იოანეს წინასწარმეტყველების ახსნას. ჩვენს ირგვლივ მომრავლებული ნიშნები ქრისტეს მალე მოსვლისა მიეწერება ყველაფერს, გარდა ჭეშმარიტი მიზეზებისა. ხალხი ვერ ხედავს მოდარაჯე ანგელოზებს. ისინი აკავებენ ოთხ ქარს, რათა არ იქროლონ დედამიწაზე, ვიდრე გაირკვევა, ვინაა ღვთის მორჩილი, მაგრამ როდესაც ღმერთი უბრძანებს ანგელოზებს მათ აშვებას, გაჩაღდება კალმით აუწერელი მტრობა.ქიმ 312.3

    ჩვენ ვდგავართ დიადი და საზეიმო მოვლენების ზღურბლზე. წინასწარმეტყველებანი სწრაფად სრულდება. უფალი დგას კართან. მალე დაიწყება ყველასათვის დიდად საინტერესო დრო. წარსულის წინააღმდეგობანი იფეთქებენ ახალი ძალით. წარმოიშვება ახალი დაპირისპირებანი. საშინელ სიზმარშიც კი ვერ იხილავთ მოვლენებს, რომლებიც მალე დატრიალდება წუთისოფელში. სატანა მოქმედებს ადამიანის მეშვეობით.ქიმ 312.4

    ღვთის მორჩილნი არ უნდა ენდონ საკუთარ თავს ამ საგანგებო ჟამს. მომავლის მოვლენები ღვთის ხელშია. წუთისოფელი გამგებლის გარეშე არ დარჩება. ცის სიდიადე განაგებს ხალხთა ბედს და ზრუნავს თავის ეკლესიაზე...ქიმ 312.5

    ჩვენ გველის მნიშვნელოვანი მომავალი. რათა გავუძლოთ მომავალ განსაცდელსა და ცდუნებებს და შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება, გვესაჭიროება ძლიერი რწმენა და ურყეობა. მაგრამ ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას, რადგან არც ერთი ფხიზელი, მლოცველი, მორწმუნე ადამიანი არ მოჰყვება მტრის ბადეში. მთელ ცას სურს ჩვენი კეთილდღეობა და ელოდება, როდის მივმართავთ მის სიბრძნესა და ძლიერებას. მომავალი ცდუნების ჟამს ღვთიური ხელშეუხებლობის გარანტიას მიიღებს ყველა, ვინც მოთმინებით დაიცავს უფლის სიტყვას.ქიმ 312.6