Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    როგორ ვეხმაურებით ღმერთის მოწოდებას?, 9 ივნისი

    „და მოძებნა ელისე, შაფატის ძე. თორმეტი უღელი ხნავდა მიწას... ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი” (3 მეფ. 19:19).ქიმ 163.1

    როდესაც ელიამ მინდორში დაინახა ელისე და მისი მსახურები, რომლებიც თორმეტი უღელი ხარით ხნავდნენ, მისკენ გაეშურა და გვერდით რომ ჩაუარა, მხრებზე თავისი მოსასხამი მოახურა. გვალვისა და უმოსავლობის სამნახევარი წლის მანძილზე შაფატის ოჯახი გაეცნო ელიაწინასწარმეტყველის საქმესა და მისიას. უფლის სულიწმიდამ მის გულში აღბეჭდა ამ ქმედებების მნიშვნელობა. ის მიხვდა, რომ ღმერთი ამგვარად მოუწოდებს, გახდეს ელიას შემცვლელი. ეს ჰგავდა ქრისტეს მიერ მდიდარი ყმაწვილისათვის მიცემულ წინადადებას, რათა მას დაეტოვებინა ყველაფერი: სახლები, მიწები, მეგობრები, სიმდიდრე, კეთილდღეობა და იოლი ცხოვრება, მისულიყო მასთან და მისი მიმდევარი გამხდარიყო.ქიმ 163.2

    ელიამ შესთავაზა თავისი გზა, თითქოს მან უკვე შეასრულა ყველაფერი, რაც სურდა. მაგრამ ელიამ იცოდა, რომ ელისე მიხვდა მისი ქმედებების აზრს და რჩევის გარეშე დატოვა იგი გადაწყვეტილების მისაღებად: მიიღოს გამოწვევა, ან უარყოს იგი. ელისე აჩქარდა, რათა დაწეოდა წინასწარმეტყველს და ეთხოვა მისთვის ოჯახთან გამომშვიდობების ნებართვა.ქიმ 163.3

    ელიამ ნება დართო და უთხრა: „წადი და მობრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?” მას არ სურდა მისი მოცილება, არამედ ამით მხოლოდ შეამოწმა და გამოცადა იგი. თუკი მას მთელი გულით წყუროდა სახლში დარჩენა და სურდა ოჯახში ყოფნის უპირატესობით ესარგებლა, შეეძლო შინ დარჩენილიყო. მაგრამ ელისე მზად იყო ღმერთის მოწვევის მისაღებად. ის დისციპლინირებული კაცი იყო და არ სურდა რაღაცა მოემოქმედა მანამ, სანამ ღმერთის მოწოდებას არ გაიგონებდა; მაგრამ როცა უფალმა მოუწოდა მას, მან სიმტკიცე, მზადყოფნა გამოავლინა და უყოყმანოდ დათანხმდა...ქიმ 163.4

    ელისეს რომ ეკითხა ელიასათვის, რას ელიან მისგან და რაში მდგომარეობს მისი მისია, წინასწარმეტყველი უპასუხებდა: ღმერთმა იცის ამის შესახებ და ის გამოგიცხადებს ამას თავის დროზე. თუკი მოთმინებას გამოავლენ, უფალი ყველა კითხვაზე გიპასუხებს. შეგიძლია გამომყვე, თუ გაქვს იმის მტკიცებულება, რომ ღმერთმა მოგიხმო; თუკი არა გაქვს, თავი შეიკავე. ნუ წამოხვალ მხოლოდ იმიტომ, რომ მე მოგიხმე. დარწმუნდი, რომ ჩემს უკან ღმერთი დგას და მისი ხმა გესმის. თუკი თვლი, რომ ყველაფერს ამაოებად თვლი ღმერთის კეთილგანწყობასთან შედარებით, მაშინ მოდი.ქიმ 163.5

    ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ღმერთი არ მიიღებს ნაწილობრივ მსახურებას. ღმერთის სრულყოფილ მსახურებას შეძლებენ მხოლოდ ისინი, ვისაც უყვარს ღვთის ნების აღსრულება. თუკი კვლავაც ხალისით და სიხარულით შევიცნობთ ღმერთს, გამოგვეცხადება, რომ „განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა”...ქიმ 163.6

    ელისემ უმალ დატოვა ყველაფერი და შეუდგა თავის მსახურებას.ქიმ 163.7