Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    „ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება”, 5 სექტემბერი

    „შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი, ვინც ტაძარში იყო და გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები” (მათ. 21:12).ქიმ 251.1

    ტაძრის ეზოები სავსე იყო საქონლით, ცხვრით, ხარებითა და მტრედებით. საქონლის ზმუილი, ცხვრის ბღავილი და მტრედების ღუღუნი ფარავდა ხმებს ვაჭრებისა, რომლებიც პასექის დღესასწაულზე მოსულ სტუმრებს სთავაზობდნენ შესაწირ ცხოველებსა და ფრინველებს ყველაზე მაღალ ფასად. იესომ თქვა: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”ქიმ 251.2

    ქრისტეს ამგვარ ქმედებას ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა, გაცილებით უფრო ღრმა, ვიდრე მჭვრეტელთ ეგონათ. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სძლიეს შიშს, რომელიც დაეუფლა მათ დამნაშავე სულებს ქრისტეს სიტყვების გაგონებისას და დაბრუნდნენ ტაძარში. ისინი არ მოიქცნენ და არც კი დამორჩილდნენ, არამედ გადაწყვიტეს წინ აღდგომოდნენ და მოეთხოვათ განმარტება, რა უფლებით განდევნა ისინი ტაძრის ეზოებიდან. ტაძართან მისულთ იხილეს მათ არყოფნაში შესრულებული საკვირველი სამუშაო: სნეულთ და მომაკვდავთ აღუდგათ ჯანმრთელობა. ნახულმა განაცვიფრა მღვდელმთავრები და ფარისევლები, მაგრამ არ უარუყვიათ ჯიუტი ურწმუნოება. მათ უკვე მტკიცედ გადაწყვიტეს მოკვდინება ქრისტესი და მასთან ერთად მკვდრეთით აღმდგარი ლაზარესიც. იცოდნენ, რომ ადამიანები მანამ იწამებდნენ ქრისტეს, სანამ იცოცხლებდა მისი ძალით მკვდრეთით აღდგენილი ადამიანი.ქიმ 251.3

    ქრისტეს მოწმობა მიმართული იყო ყველა გულწრფელი ადამიანის დასარწმუნებლად, ხოლო ფარისევლებს იგი არ სჭირდებოდათ. ისინი ისწრაფოდნენ დაეჯერებინათ ხალხი უარეყოთ და გაესამართლებინათ ქრისტე. ყოველი ახალი მოწმობა მხოლოდ აღვივებდა მათში ქრისტეს მტრობას. მთავრებს არ სურდათ ქრისტეს აღესრულებინა საკვირველი საქმეები, გაემჟღავნებინა ხალხისათვის თავისი სიკეთით აღსავსე და თავდადებული ცხოვრება, გამოევლინა ადამიანებისადმი ჯერ არნახული ნაზი თანაგრძნობა.ქიმ 251.4

    ქრისტე ასრულებდა მამის დავალებას. „უფალი ღმერთის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართათვის ბორკილების ასახსნელად, უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”.ქიმ 251.5