Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთს ესმის ჩვენი შეწევნითი ლოცვები, 9 მარტი

    „და მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?” (დაბ. 18:23).ქიმ 71.1

    ბიბლია მოგვითხრობს, რომ აბრაამი მივიდა და თქვა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?” თუმცა აბრაამს მორჩილების ჭეშმარიტი გრძნობა გააჩნდა, რომელიც უფლის ყველა შვილმა უნდა განავითაროს თავის თავში, მაინც ძლიერ განიცდიდა თითოეული ცოდვილის გამო. აი, ის უახლოვდება ზეციურ მაცნეებს და სთხოვს მათ, თითქოს შვილი თავის მშობლებს. ის იხსენებს, რომ ლოტი დასახლდა სოდომში და რომ ლოტს ბევრი ნათესავი ჰყავს სოდომში მის შვილებსა და ადგილობრივ მცხოვრებთა შორის საქორწინო კავშირების შედეგად. აი, რატომ დაიწყო აბრაამმა ორმოცდაათი მართლით და უფალმა უთხრა, რომ დაინდობს ქალაქს ამ ორმოცდაათის გამო; ბოლოს და ბოლოს, აბრაამი ათამდე დადის და უფალი არწმუნებს, რომ დაინდობს ქალაქს ათი უცოდველის გამო. ის აღარ აკეთებს არანაირ მოწოდებას, რადგან იმედი აქვს, რომ სოდომში ათი მართალი მოიძებნება.ქიმ 71.2

    მაგრამ სოდომში მისულმა ანგელოზებმა ხუთი მართალიც კი ვერ იპოვეს ამ უზარმაზარ ქალაქში. აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველაზე დიდებულ და მდიდარ ქალაქებში დღესაც შეიძლება ვერ მოიძებნოს ხუთი მართალიც კი. რადგანაც მომავალი საუკუნო სიცოცხლისაკენ ვისწრაფვით, თითოეულმა ჩვენგანმა ისეთი გარემო უნდა შევიქმნათ, რომელიც ყველაზე უკეთ შეუწყობს ხელს ქრისტიანული ხასიათის განვითარებას. ღმერთი ხშირად მოგვიწოდებს ყველა იმ კავშირის გაწყვეტისაკენ, რომლებიც გვაკავშირებს უწმინდურთა თანამეგობრობასთან.ქიმ 71.3

    აბრაამი ამ შემთხვევაში ღმერთის წარმომადგენლად გვევლინება და მისი ისტორია დღემდე შემოინახა. სოდომის ბედით აბრაამის დაინტერესება და მისი განცდები ამ ქალაქის გამო სამაგალითოა ჩვენთვის და გვასწავლის იმას, რომ გამოვიჩინოთ ინტერესი ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანთა ბედის მიმართ. თუმცა ცოდვა ძალიან უნდა გვძულდეს, უნდა გვიყვარდეს ყველა ადამიანი, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე, ამასთანავე უსაზღვროდ მადლობელი უნდა ვიყოთ ღმერთის იმის გამო, რომ ზეცაში არის ის, ვინც შუამდგომლობს ჩვენთვის.ქიმ 71.4

    იესომ იცის თითოეული ადამიანის სიცოცხლის ფასი, ვინაიდან მან გაიღო საფასური მათთვის. ჯვარცმით ტანჯვისას ლოცულობდა თავისი მტრებისთვის, ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ”. და აქ ჩვენ ვხედავთ, რომ აბრაამი ითხოვს დამნაშავეთათვის, მსგავსად იმისა, როგორც ერთ კაცს შეუძლია უშუამდგომლოს მეორეს ჩვენს დედამიწაზე. ჩვენც უნდა აღვავლინოთ ასეთივე გულწრფელი ლოცვა მათთვის, ვინც წყვდიადს მოუცავს.ქიმ 71.5