Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ადამიანთა მხოლოდ ორი კატეგორია; მხოლოდ ერთი მხსნელი კიდობანი, 19 თებერვალი

    „და უთხრა ღმერთმა ნოეს: ყოველი ხორციელის აღსასრული მოვიდა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო ქვეყანა მათი ძალადობით; და მე აღვგვი მათ მიწიდან” (დაბ. 6:13).ქიმ 52.1

    მომავალში დაეცემა ტახტები და ხალხებში დიდი შიში და შეცბუნება დაისადგურებს. სატანა ენერგიულად და მტკიცედ იმოქმედებს. დედამიწას ტანჯვის კვნესა განგმირავს და მთელი ერები აღიგვება პირისაგან მიწისა. დაიწყება ომი. ქალაქები ამა ქვეყნისანი შეცბუნდებიან და მიწის წიაღიდან ალი გამოვარდება იმათ დასაღუპავად, ვინც თავისი უწმინდურობით წარღვნამდელი მსოფლიოს მკვიდრთ მოგვაგონებენ.ქიმ 52.2

    იმ დროს (წარღვნის წინ), ისევე, როგორც დღეს, ადამიანთა მხოლოდ ორი კატეგორია არსებობდა: მართალნი და უწმინდურნი. ხანოქი და სხვა მართალნი ღმერთთან სწორი გზებით დადიოდნენ. მაგრამ დედამიწის მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი ურჯულოებას მისცემოდა და მათი უღირსი საქციელი უფლის ტახტს სწვდებოდა...ქიმ 52.3

    ღმერთმა ბრძანა, რომ დედამიწაზე აგებულიყო კიდობანი მათთვის, ვისაც გადარჩენა უნდოდა გარდაუვალი დაღუპვისაგან. მას სურდა მტკიცედ ემხილებინა ის ურჯულოება, რომელიც საზარელ მასშტაბებამდე გაიზარდა. ის უკვე ახლო იყო იმასთან, რომ რისხვით შემოსილიყო და თავისი სამსჯავრო თავს დაეტეხა მისი კანონის დამრღვევთათვის.ქიმ 52.4

    როდესაც ნოე ქადაგებდა გაფრთხილების ამბავს, ზოგიერთნი უსმენდნენ მას, შრომობდნენ კიდეც მასთან ერთად კიდობნის მშენებლობაზე, მაგრამ ვერ გამოიჩინეს სათანადო სიმტკიცე და მოექცნენ ბოროტი გავლენის ქვეშ. მათ ზურგი აქციეს ჭეშმარიტებას და ქილიკებად იქცნენ.ქიმ 52.5

    ასე იქნება დედამიწის ისტორიის ბოლო ჟამს. ვისაც დღეს ესმის ჭეშმარიტების ცნობა, მაგრამ არ სწამს, დაეცემიან მორალური ხრწნით გარშემორტყმულნი, იმათ მსგავსად, ვინც ნოეს დღეებში ვერ გაუძლეს ცდუნებას თავისი გამოსაცდელი ვადის დამთავრებამდე, რადგან არ იყვნენ მტკიცენი რწმენაში. როდესაც უფალი ყოველს მიუზღავს თავისი საქმეების მიხედვით, ეს ადამიანები მიხვდებიან, რომ ღმერთი ჭეშმარიტებაა და რომ მისი ცნობა მათთვის სიცოცხლე და ხსნა გახდებოდა, თუკი ისინი აღიარებდნენ მათთვის მიცემულ მოწმობასა და პირობებს. მაშინ მიხვდებიან, რომ შეეძლოთ გადარჩენა, თუკი არ უარყოფდნენ ხსნის ერთადერთ საშუალებას.ქიმ 52.6

    უფლის შვილთა გამოცდა შეიძლება ხანგრძლივი და მკაცრი იყოს, მაგრამ უფალი არასოდეს ივიწყებს ხალხს. ჭეშმარიტების მორწმუნენი და მცნებათა აღმსრულებელნი ქრისტეში ჰპოვებენ თავშესაფარს. მათ შეუძლიათ მისი მარადიული სიყვარულისა და ზრუნვის ქმედითი დაცვის იმედი იქონიონ მანამ, სანამ იმყოფებიან ღმერთისა და მისი კანონის მხარეზე, რომლითაც ყოველთვის იმართებოდა უფლის სამეფო და მარადჟამს ასე იქნება.ქიმ 52.7